Digest Logo

„ვუსამძიმრებთ მრევლს და ახლობლებს, შევთხოვთ უფალს დაამკვიდროს მისი უკვდავი სული“ - ფოტოგრაფი ლევან გაბეჩავა სერაფიმე ჯოჯუაზე

1762323814
 სერაფიმე ჯოჯუა

64 წლის ასაკში მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი ლევან გაბეჩავა გამოეხმაურა და გარდაცვლილის ფოტოები გაავრცელა:

„ღვთივმიიცვალა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა).

ვუსამძიმრებთ მრევლს და ახლობლებს. შევთხოვთ უფალს დაამკვიდროს მისი უკვდავი სული სადაცა მართალნი განისვენებენ. ამინ!“, - წერს ლევან გაბეჩავა. 

ცნობისთვის, მიტროპოლიტი სერაფიმე დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე.

1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმინდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად.

1992 წლის 26 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა

„ჩემი პირველი მასწავლებელი, მეგობარი და სამუდამო კურთხევა“ - არუნ ხათრი დედასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„ყველაფერი: სიყვარული, ფული, სიამოვნება, თვითშეფასება - სერიოზული გამოცდის წინაშე დადგება“ - ასტროლოგი 5 ნოემბრის სუპერმთვარეობაზე