ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 5 ნოემბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„5 ნოემბერი — ცნობიერების ტრანსფორმაციისა და შინაგანი კრიზისის დღე.
დღეს დღე იმართება რიცხვი 7-ის ენერგიით — სიღრმის, სულიერების და თვითშემეცნების ვიბრაციით.
შესანიშნავი დღეა იოგისთვის, მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკებისა და მანტრების მოსასმენად.
კარგი დროა 6–8 კმ-ის გაიარო — სუფთა ჰაერზე, მარტო ან ბუნებაში.
შესაფერისია წმინდა ადგილების მონახულება, ლოცვა და შინაგანი დუმილი.
თუ დღეს რაიმე კრიზისი ან დაძაბულობა წარმოიშობა - მშვიდად მიიღე. ეს შენს სულიერ ზრდას ემსახურება.
არ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები და არ მოაწერო ხელი დოკუმენტებს.
დღეს შეიძლება გამოჩნდეს შენი შინაგანი ტრიგერი— ეცადე არ მოითხოვო ზედმეტი და არ მოიქცე ეგოისტურად, რათა არ მიაყენო ტკივილი საკუთარ ეგოს.
არ არის სასურველი ექიმთან ვიზიტი, თუ ეს არ არის გადაუდებელი აუცილებლობა.
დღეს არის ოთხშაბათი — იღბლიანი დღე ცნობიერების რიცხვი 5-ის მქონე ადამიანებისთვის (ვისაც დაბადების თარიღში 5, 14 ან 23 უწერია).
მათთვის სასურველია აცვიათ მწვანე ან ლურჯი ტონის ტანსაცმელი — ეს ფერები გააძლიერებს მათი დღევანდელი ენერგიის ბალანსს და სიღრმეს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: