Digest Logo

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის შემოდგომა რთული იქნება

1727945815
ჰოროსკოპი

29 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ორი მთვარე იქნება. უფრო ზუსტად კი, მთვარესთან ერთად ასტეროიდიც გამოჩნდება, რომელსაც ასტროლოგები ასევე „მთვარეს“ უწოდებენ.

ამ პერიოდში კონფლიქტების რისკი იზრდება. შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, გაგვიჭირდეს ერთმანეთის გაგება, შეფერხდეს ჩვენი გეგმები და მომატებული შფოთვა და ემოციურობა ვიგრძნოთ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, განსაკუთრებულ გავლენას სასწორის, ვერძის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. ყურადღებით იყავით, რადგანაც შესაძლოა, ეს პერიოდი თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ხშირმა კონფლიქტებმა და უხასიათობამ საყვარელ ადამიანებთან დაგაშოროთ და სამსახურშიც პრობლემები შეგექმნათ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასწორებს წარსულში დატოვებული საკითხები კვლავ მთელი ძალით დაუბრუნდება და პირად ურთიერთობებზე განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება.

ამიტომ, ყურადღებით იყავით და ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად კარგად დაფიქრდით.

უკომპრომისობა და საკუთარი მიზნების ნებისმიერ ფასად მიღწევის სურვილი ვერძებს განსაკუთრებით დააზიანებთ. მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების ინტერესებიც გაითვალისწინოთ და გაიაზროთ შედეგები, თუ რის ფასად გინდათ, კონკრეტული საქმეები მოაგვაროთ ან მიზნებს მიაღწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანიც დაკარგოთ და საქმიან ურთიერთობებშიც პრობლემები შეგექმნათ.

კირჩხიბებისათვისაც აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით ემოციური იქნება და შესაძლოა, ოჯახში, პირად ცხოვრებაში კონფლიქტურ სიტუაციებს თავი ვერ აარიდონ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და არსებულ წყენებსა და უთანხმოებებზე პირდაპირ ისაუბრეთ და არ გადადოთ.

თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს კონფლიქტური სიტუაცია ელოდებათ სამსახურს, სოციალურ ცხოვრებასა და სწავლაში. შესაძლოა, უფროსებთან, ან თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან ვერ შეთანხმდეთ, საკუთარი პოზიცია ხისტად დააფიქსიროთ და არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გილოცავ, დე... მიყვარხარ“ - დედა სიდონია იუბილარია

🎥 ლაშა ღლონტმა და მისმა მეუღლემ ქორწინების 31 წელი პარიზში აღნიშნეს - კადრები საფრანგეთიდან

🎥 „ელოდეთ ცვლილებებს პირად ურთიერთობებში, გექნებათ საკმაოდ ნაყოფიერი დღე“ - 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის