Digest Logo

ასტროლოგიური ინფორმაცია მათთვის, ვინც 1994 წლის 18 სექტემბერს და 2004 წლის 13 აპრილს დაიბადა

1722519195
ასტროლოგი - ხათუნა ნოელი

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 18 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კოსმოსური მისია და რომელი პროფესიებია წარმატების მომტანი? 

პასუხი: თქვენი კოსმოსური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, შეგეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. დაეყრდენით ცოდნასა და კეთილშობილებას, ასევე ინტუიციას და დიპლომატიას. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებია: ფარმაცევტიკა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სპორტი.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2004 წლის 13 აპრილს, 9 საათზე. რომელ პროფესიებში მიაღწევს წარმატებებს და რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას ხასიათში: აუცილებლად უნდა იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. უნდა დაეყრდნოს მებრძოლ სულისკვეთებას, საკუთარი ძალების რწმენას, ინტუიციას. აუცილებლად უნდა დაიცვას საკუთარი საიდუმლო, ეს მისი კოსმოსური მისია და სწორი ევოლუციური გზაა. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის მისაღები და წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო, სადაზღვევო ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, ქირურგია, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პედიატრია, ასევე, არატრადიციული მედიცინა; პედაგოგიური მოღვაწეობა, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფართო სფერო. ამ დარგებში ის წარმატებებს მიაღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქეთა თოფურიას მესამე შვილი შეეძინა - ცნობილია რა დაარქვა მომღერალმა ჩვილს

⭕ როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ლაშა ბექაურს გამარჯვება - ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთელი

⭕„არასოდეს დამავიწყდება ბათუმში კორონავირუსით ავადმყოფი გარდაიცვალა და ეთერში ფეხზე წამოდგა“ - გოგა ჩანადირი თენგიზ ცერცვაძეს ემშვიდობება

წყარო: tbiliselebi.ge