Digest Logo

„ავარიულ-პროვოკაციურლი დღეა, იყავით ფრთხილად“ - კვირის დღეების ასტროლოგიური პროგნოზი

1722852568
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ორშაბათი 

შეფერხდება ახალი საქმის დაწყება, მოლაპარაკებები, საჭირო ინფორმაციის მიღება. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. კარგია ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის განახლება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია სამეცნიერო კვლევა, საფინანსო-საბანკო ოპერაციები, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რისკი. ატარეთ ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი მწვანე ან ყვითელი იასპი, მალაქიტი, აქატი, ოპალი ან ქრიზოპრაზი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ნაწლავური სისტემა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

არ ვარგა ახალი ნაცნობობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რისკი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, ვაჭრობა. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, ყვითელი, კრემისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი ან აქატი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

ავარიულ-პროვოკაციურლი დღეა. იყავით ფრთხილად. კარგია ურთიერთობების აღდგენა, კოსმეტიკური პროცედურები, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. ატარეთ მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი, ბეჟი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ამეთვისტო, გიშერი ან სერდოლიკი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტურია დღის პირველი ნახევარი

ყურადღებით დააკვირდით მოვლენებს. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, შემოქმედებითი მუშაობა, საყიდლების გაკეთება, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ქარვა. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

დაეყრდენით ინტუიციას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, კოსმეტიკური პროცედურები, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, თეთრი, ყვითელი, მწვანე ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან საფირონი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კბილები, კანი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის.

კვირა

კარგია ხელოვნებასთან ურთიერთობა, რემონტი, გეგმების დასახვა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, ადგილსამყოფლის შეცვლას. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებითვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ამინდს პროგნოზირებენ მომდევნო დღეების განმავლობაში

„ცხოვრების გასული 7 დღე, ოცნებაში ცხოვრება“ - ილია თოფურიას ცოლი შვილის უსაყვარლეს კადრებს ავრცელებს

🎥 „ეს იყო სიყვარული, რომელმაც გული ამიფორიაქა, არც ვჭამდი, არც ვსვამდი, ჩამოვხმი და ჩამოვდნი“ - რას ჰყვება ქეთი კანტიძე ცალმხრივ სიყვარულზე

წყარო: tbiliselebi.ge