Digest Logo

🎥 „ეს იყო სიყვარული, რომელმაც გული ამიფორიაქა, არც ვჭამდი, არც ვსვამდი, ჩამოვხმი და ჩამოვდნი“ - რას ჰყვება ქეთი კანტიძე ცალმხრივ სიყვარულზე

1722844711
ქეთი კანტიძე

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ქეთი კანტიძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

მსახიობმა თქვა, რომ ბავშვობიდან ყოველთვის ცალმხრივი სიყვარულით „იტანჯებოდა“. 

„სკოლაში ვწერდი ლექსებს. უბედური ბედი მქონდა, სულ ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული. 

არასდროს გამოვტყდომივარ არავის სიყვარულში. პირველი პაემანი ბიჭვინთაში იყო. იქაც უბრალოდ საქციელით გამოვტყდი, სიტყვით არა, მაშინ უხერხული იყო ამის გაკეთება. 

ეს იყო სიყვარული, რომელმაც გული ამიფორიაქა, არც ვჭამდი, არც ვსვამდი, ჩამოვხმი და ჩამოვდნი. 

ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბედია. დაოჯახებაც მინდოდა და ბევრი შვილების ყოლაც, უბრალოდ ჯერ ფეხზე დადგომა მინდოდა. მერე ისე გავიდა წლები, ვერც მივხვდი.

თავიდანვე ისეთ სამყაროში მოვხვდი, ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა. დავრჩი მარტო“, - ამბობს ქეთი კანტიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შემეძლო ოჯახი შემექმნა და შვილები მყოლოდა... მოხდა ისე, რომ უარი ვთქვი კარიერის გამო“ - ქეთი კანტიძე პირად ცხოვრებაზე

„გადაუჭრელი პრობლემები როგორმე ახლა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი თუ ომის გზით“ - გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად ბათუმში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი