Digest Logo

„ბედნიერებას რაში სჭირდება მტკიცებულება? ის უბრალოდ მაშინ ჩნდება, როცა წინააღმდეგობას ანებებ თავს...“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

1761569656
თამარ კვარაცხელია

„ადამიანები არ ეძებენ გზებს და არ პოულობენ საშუალებებს, თუ როგორ იყვნენ ბედნიერები, არ იღებენ პასუხისმგებლობას თავზე, პირიქით ეძებენ დამნაშავეებს, ვისზეც შეძლებენ პასუხისმგებლობის გადაბარებას და დადანაშაულებას“, - ამის შესახებ  სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს.

მისი თქმით, კონცეფცია „მე ვარ კარგი, მე ვარ მართალი“ - ძალიან დიდი კონტროლის ილუზიას ქმნის:

„ჩვენ არ გვსურს ბედნიერება - ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ მართლები.

თუ ადამიანებს ნამდვილად დასჭირდებოდათ, ისინი დიდი ხნის წინ გახდებოდნენ ბედნიერები. ეს არც ისე რთულია - გაჩერდი, ისუნთქე, შეამჩნიე, იყავი მადლიერი, გაიხარე რომ ცოცხალი ხარ და მიეცი საკუთარ თავს საშუალება იგრძნოს, იყო მშვიდად იმის მიმართ, რაც ხდება.

მაგრამ ჩვენ არ გვასწავლეს და არ ვიცით, როგორ. იმიტომ, რომ ბედნიერება არ გვჭირდება - ჩვენთვის მთავარია მართლები ვიყოთ.

და ეს გონებაში ღრმად გამჯდარი ალგორითმია:

ამტკიცო - „ჩემი აზრები, შეხედულებები არის სწორი და სამყარო ზუსტად ისეა მოწყობილი, როგორც მე მგონია, თუნდაც ეს ჩვენი შეხედულებები და „მგონიები” იყოს უბედურების მომტანი“.

დააკვირდით, ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ტანჯვაში.

ისინი იტანჯებიან - არა იმიტომ, რომ უბედურები არიან, არამედ იმიტომ, რომ რეალობა არ ემთხვევა მათ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს ყველაფერი მოწყობილი.

გონება ქმნის შინაგან კონსტრუქციებს:

„მე უნდა გამიგონ“,

„ცხოვრება სამართლიანი უნდა იყოს“,

„თუ ვცდი, მაშინ ყველაფერი გამოვა“,

„თუ მიყვარს, მაშინ მასაც უნდა ვუყვარდე“,

„შევიყვარებ და შემიყვარებენ“,

„მე ყველაზე საუკეთესო ვარ“,

„მე ასე მასწავლეს...“. 

და როდესაც რეალობა სხვაგვარად ვითარდება, იტანჯებიან.

ადამიანები არ ეძებენ გზებს და არ პოულობენ საშუალებებს, თუ როგორ იყვნენ ბედნიერები, არ იღებენ პასუხისმგებლობას თავზე, პირიქით ეძებენ დამნაშავეებს, ვისზეც შეძლებენ პასუხისმგებლობის გადაბარებას და დადანაშაულებას. რადგან იმის აღიარება, რომ სამყარო თურმე არ ემორჩილება მის წესებს, წარმოდგენებს - მტკივნეულია.

კონცეფცია „მე ვარ კარგი, მე ვარ მართალი“ - ძალიან დიდი კონტროლის ილუზიას ქმნის.

რა ხდება ამ დროს?

როდესაც მართალი ხარ, წესრიგი გაქვს: იცი, ვინ არის არასწორი. შეგიძლია ის განსაჯო, სიტუაციას მოძებნო ახსნა, სტრუქტირება მოახდინო მოვლენის, შეფასებები გააკეთო „იარლიყი“ მოაკერო და განაჩენი გამოუტანო.
ამაში თავისებური, თუმცა უცნაური სიამოვნებაც არის - ის ანაცვლებს ბედნიერების ცსოცხალ განცდას, რადგან უფრო ჩვეულია და თან უსაფრთხოა.

ბედნიერება?

თავად ბედნიერება მოითხოვს მზაობას, პატიებას, მიღებას, გაშვებას, გულწრფელობას/გახსნილობას, ნდობას, მოქნილობას, მადლიერებას.

მართალი ყოფნა კი ჯავშანია. ის იცავს ცხოვრებისეული ყველა სიტუაციისგან, არაპროგნოზირებადობისგან. „მე რა, მე კარგი ვარ, აი, ის არის რაც არის“ "მე მართალი, ვარ ჩემთან ყველაფერი წესრიგში, აი ის კი...“.

სინამდვილეში ანუ გულის სიღრმეში, მართალად ყოფნის სურვილში ყოველთვის შიშია. შიში იმისა, რომ არ ხარ ის, ვინც გგონია თუ გეგონა. იმის აღიარების, რომ შენი იმიჯი, შენი ღირებულების სისტემა, შენი რწმენა შეიძლება, სრულებითაც არ არის სიმართლე (უპ, რა ამბობ?-ეს შეუძლებელია), არამედ მხოლოდ ვერსია. უბრალოდ სცენარია, რომელსაც ღიად დახუჭული თავლებით მექანიკურად ასრულებ.

სწორედ ამიტომ არიან ადამიანები მზად ათწლეულების განმავლობაში იტანჯონ მხოლოდ იმისთვის, რომ მსხვერპლის და უბედურის სახე შეინარჩუნონ. 

მერე რა რომ უბედურია, სამაგიეროდ, მართალი ყოფნა გაცილებით ადვილია, ვიდრე ბედნიერი ყოფნა და იმის აღიარება, რომ ყველაფერი, რისიც გჯეროდა, გადახედვას საჭიროებს.

მართალი ყოფნა საკუთარი მნიშვნელობის განცდას ქმნის.

რაღაც ისტორიის ცენტრში გაყენებს როგორც მთავარ გმირს: „მე ძალიან კარგად ვიცი, როგორია სწორი და როგორ მიკვირს ყველა დანარჩენს რატომ არ ესმის ეს, სად გაიზარდეთ ხალხო?!“. ეს ყოველივე უპირატესობის განცდას იძლევა, რომელიც გვერევა შინაგან ძალაში. ა.შ. 

ნამდვილი, ჭეშმარიტი შინაგანი ძალა მდგომარეობს დანებებაში, გაშვებაში, იმის აღიარებაში, რომ რაღაც სასწავლი გაქვს, რაღაც არ იცი, რაღაც შესაცვლელია/გადასახედია. და ეს ეწინააღმდეგება ჭკუა/გონების ბუნებას წარმოდგენებს, რადგან ის გაყოფაზე, განხეთქილებაზე სულდგმულობს: მე - წინააღმდეგი ვარ, მე - მომხრე ვარ, მე- ვიცი, მე- დავამტკიცებ, ანუ "მე გმირი ვარ". და ეს არის ეგო!

ბედნიერებას რაში სჭირდება მტკიცებულება?  ის უბრალოდ მაშინ ჩნდება, როცა წინააღმდეგობას ანებებ თავს.
თუმცა ზუსტად, ამაში იმალება საშიშროება: ის შლის „მე“-ს კონცეფციურ კონტურებს.

როდესაც ბედნიერი ხარ, არ არის საჭირო პოზიციის დაცვა, თავის გამართლება, ბრძოლა. ცხოვრების დრამატულობა ქრება, მთავარი გმირობის მოთხოვნილება უკან იწვე და მასთან ერთად, საკუთარი მნიშვნელოვნება ქრება.

და სწორედ აქ და ამაში იკარგება ადამიანი: კი მაგრამ ვინ ვარ მე ბრძოლის, ჩივილის, წყენის, მსხვერპლის ან გმირის როლის გარეშე?

სამყაროს არ სჭირდება ჩვენგან არგუმენტები - სამყაროს სჭირდება ჩვენი მყოფადობა, დამსწრებლობა.
მაგრამ ეგო/ჭკუა/გონება არ გასვენებს, რადგან ის საჭიროებს კონფლიქტს, უპირატესობას, მართლობას და ირჩევს კამათს - ადამიანებთან, გარემოებებთან, წარსულთან, საკუთარ თავთან. რადგან კამათი ნიშნავს აწმყოს შეიგრძნობდე მძაფრად, ეს ნიშნავს სიცოცხლეში შენი თავის საჭიროებას განიცდიდე სრულად "მე ცოცხალი, ვარ, მე გმირი, ვარ მე აქ ვარ და შენ სად ხარ?".

ეჰ, არა და ეს სიცოცხლის სუროგატია ეს ყოველივე. აი, ამის ფონზე ბედნიერება რა არის? რაღაც უფერული, უღიმღამო, უსიცოცხლო, წარმოუდგენელი და ეგო შინ თუ გარეთ გეძახის-გაკივის:

რა უფლება გაქვს არ იბრძოლო?

მასთან შედარებით ბედნიერება მოსაწყენია: მშვიდია, უკონფლიქტოა, რასგან დასამტკიცებელი არაფერია. სულ არაფერი…

ის უბრალოდ არის და მორჩა. ზუსტად ამიტომ ირჩევს ადამიანების უმეტესობა არა ბედნიერებას, არამედ ბრძოლას.
ჩვენ ჩვენს სიმართლეს მაშველი რგოლივით ვეჭიდებით და ვერ ვხვდებით, რომ სწორედ ეს გვახრჩობს.

სწორედ ეს სიმართლისთვის ბრძოლაა, რომელიც გვაიძულებს, ისევ და ისევ განვიცადოთ ერთი და იგივე სცენარები არა ერთი თაობა, რითაც ჩვენი რწმენა იკვებება და მსხვერპლად შეწირვას ითხოვს. მოტყუებული კვლავ ტყუილში რჩება, უარყოფილი კი - აწყდება სიცივეს, გულგრილობას და ასე შემდეგ და ა. შ, წრეზე.

ასეთ დროს, სამყარო ხდება ჭკუა/ეგო/გონების სარკე და არა სივრცე.

სანამ გინდა იყო მართალი, რეალობა ვალდებულია მოგერგოს და დაგარწმუნოს, რომ დიახ, „მართალი ხარ, ის მტყუანია” ერთი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს და მერე რა, რომ ამას უბედურება მოაქვს, მსხერპლშეწირვა მოსულა სიმართლისთვის..

როდის იწყება ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია?

იმ მომენტში, როდესაც მოულოდნელად გაგიქრება მართალად ყოფნის მოთხოვნილება.

როდესაც აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ არის დამნაშავე, ვინ არის პირველი, ვინ უნდა გააკეთოს ეს.

როდესაც ხედავ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არც შენს სასარგებლოდ და არც შენს წინააღმდეგაა, არამედ უბრალოდ ევოლუციური მოძრაობის ნაწილია.

ამ დროს, პირველად შენს ცხოვრებაში გამონთავისუფლდება ბედნიერებისთვის ადგილი. რომელიც არც ეიფორიული, არც დემონსტრაციული, არც აღმაფრთოვანებელი …

არამედ მშვიდი, სტაბილური, ღრმა. სიჩუმეა მყოფადობის. სიღრმე და სივრცეა არსებულისთვის, მიმდინარესთვის.

რა არის ამისთვის საჭირო? ამის მისაღწევად, უნდა გარისკო შენი სიმართლის დაკარგვა. და მასთან ერთად, შენი ჩვეული წარმოდგენა/ხედვები.

უნდა აღიარო, რომ შესაძლოა მთელი ცხოვრება ისეთ სისტემათა დერეფანს მიყვებოდი და თავადაც ამ გამრუდებაზე ქმნიდი, რომელიც უბრალოდ არ მუშაობს, რომელიც მუდმივად წრეზე გატრიალებს და რომ სრულებით შესაძლებელია, ცხოვრება შენ შეხედულებებს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ, უბრალოდ არც უნდა შეესაბამებოდეს შენს მოლოდინებს.

როცა შენში ახუნხულავებული კონსტრუქციები ინგრევა, ჯერ გტკივა, შემდეგ სიცარიელეს გრძნობ, შემდეგ კი თავისუფლებას.

თავისუფლების შემდეგ კი სიცხადე მოდის:

აღმოჩნდება, რომ ბედნიერება არა მართალად ყოფნაშია, არამედ თავად სიცოცხლეში.

უბრალოდ ყოფნაში, მარტივად ყოფაში - პოზიციის გარეშე, ახსნა-განმარტების გარეშე (რამდენს გიპროტესტებთ ახლა ეგო/ჭკუა/გონება, მომწერეთ), კონსტრუქციების გარეშე, დამტკიცების საჭიროების გარეშე.

შემდეგ რა მოხდება?

შემდეგ ყველაფერი მარტივდება:

აღარ გყავს მტერი (უი...), თუ მტერი არ გყავს, მაშინ არ მსხვერპლი არ ხარ, თუ მსხვერპლი არ ხარ მაშინ არ ბრძოლის აუცილებლობაა და თავს ანებებ მეტოქეობას, შუღლს, კივილს, მოვლენები თავისუფლდება - დასჯის საჭიროებისგან, შეცდომები - მუქარისგან.

კი, კი ასე წყვეტ სიმართლისთვის ბრძოლას და იწყებ სიმართლის დანახვას - არა როგორც მოსაზრების, არამედ ცხადად ხედავ, როგორც რეალობის ცოცხალ ნაკადს, ევოლუციურ გზას.

და ეს არის მომენტი, როდესაც ბრძოლა ქრება და რეალური ცხოვრება იწყება. როცა მტერი ქრება და იწყება ნამდვილი შემოქმედება!“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება - „როდესაც ადამიანი ავად ხდება, ხედავს, რომ დედამიწა ისევ ტრიალებს, ისევ ისე გრძელდება ცხოვრება“

„ჯანმრთელი მიკრობიომი თქვენს ორგანიზმს იცავს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციების პრევენციასა და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში“ - მადონა ჯუღელი