საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.
მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რამდენიმე ნივთის სახლში გაჩერებაზე საუბრობს:
„ბევრ თქვენგანს სახლში აქვს მეტად სახიფათო ნივთი, ეს იქნება სამაჯურის სახით თუ ა.შ. ეს ნივთი არის პატარა თვალი, ლურჯი. ეს არის პორტალის გამხსნელი, მეტაფიზიკური არსების მომზიდავი.
არავითარ შემთხვევაში არ გაიჩეროთ, პატარა ბავშვებსაც კი აბამენ თვალი არ ეცესო. ეს არ დაგიცავთ. მოგეჩვენებათ თავიდან, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ასე არაა.
როდესაც სახლში ძალიან დიდ სიმძიმეს იგრძნობთ, შეგიძლიათ ჭიქაში ჩაყაროთ მარილი, დაასხათ ძმარი და ერთი კვირის განმავლობაში თვალში საცემ ადგილას მოათავსოთ. იგრძნობთ შვებას.
ასევე, რასაც თქვენ ბარაქის ხეს ეძახით, პატარა ფოთლებით, ეს ენერგეტიკულად ცუდი არ არის, მაგრამ ჯობს მცენარე ზამიოკულკასი შეიძინოთ“, - ამბობს გოგა მანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკატერინე ტუღუშმა განსხვავებული სტილის სამოსი მოირგო - გურამ ლომიძის რჩეული ახალ ფოტოებს გვიზიარებს