Digest Logo

„ბევრი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიიღებს, გაიცნობს ახალ მეგობრებს“ - რამაზ გიგაური 8 აგვისტოს ასტროტენდენციებზე

1754643893
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 8 აგვისტოს ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრობს:

„დღის ასპექტები ხაზს უსვამს თვითანალიზისა და ქვეცნობიერთან მუშაობის მნიშვნელობას. მერკურის დადებითი ასპექტები სასიკეთოდ მოქმედებს და ანეიტრალებს მის ოპოზიციურ ასპექტს მთვარესთან.

მოსალოდნელია, გამახვილებული ინტუიციის წყალობით სწორი აღმოჩენები გაკეთდეს.

საერთოდაც, როცა ლოგიკისა და ინტუიციის ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა, არამედ ბევრი რთული პრობლემების მოგვარებაც.

ეს კარგი დღეა ინფორმაციის გაცვლისთვის და ახალი დაგეგმარებისთვის, მით უმეტეს, რომ მერკური მალე გამოვა რეტროგრადული ფაზიდან.

სასიკეთო იქნება ლექციების, სემინარების, ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარებაც.

დღევანდელ დღეს ბევრი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიიღებს, გაიცნობს ახალ მეგობრებს ან დაამყარებს მეტად საჭირო ურთიერთობას“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მახსოვს დედა, რომელიც შვილებს ეძებდა, ორ ბიჭს, ერთი დაიღუპა... მახსოვს, როგორ მოვატყუე, რომ მისი ორივე შვილი ცოცხალი იყო...“ - ნატალია ბერულავას ემოციური პოსტი აგვისტოს ომზე

🎥 „ერთ მხარეს უნდა დავხატოთ უსასრულობის ნიშანი, მეორე მხარეს კი დავწერთ 08.08.“ - თაკო მელიქიშვილი გვასწავლის როგორ ავისრულოთ სურვილი

აგვისტოს ომში დაღუპულთა სრული სია