Digest Logo

„ბევრი ადამიანი მწერს როდის შეიძლება დასრულდეს ეს ომი...“ - ასტროლოგი სავარაუდო თარიღს ასახელებს

1646137346
ასტროლოგი რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს.

მისი თქმით, როდის შეიძლება შეწყდეს საომარი მოქმედებები, ამას გავიგებთ მინიმუმ, 8 და მაქსიმუმ, 14 მარტს.

„ბევრი ადამიანი მწერს როდის შეიძლება დასრულდეს ეს ომი.

პროგნოზის გაკეთებისთვის აუცილებელია წერტილი (ფესვი), საიდანაც იწყებ დინამიკის ათვლას.

მაგალითად, პირად ჰოროსკოპში ეს არის ადამიანის დაბადება. ნებისმიერ ტიპის ჰოროსკოპში თუ ეს წერტილი არ გაქვს, იყენებ ზოგად პროგნოზს, რომლითაც შეიძლება „დაინახო“ მხოლოდ ერთი პიკი, ერთი „ტალღა“, თუმცა მას შეიძლება მოჰყვეს სხვებიც. ზუსტად იგივე ხდება „პანდემია როდის დასრულდება?“ ამბავში.
ეს ხდება აქაც. სად და როდის მოხდა პირველი დარტყმა, არ ვიცი. ამიტომ გამოვიყენოთ ზოგადი, ანუ მიმდინარე პერიოდის ჰოროსკოპი. ამ ციკლის მიხედვით ეს არის 11 მარტი.
+/- 3 დღე.

შეიძლება ეს იყოს საომარი მოქმედებების შეწყვეტა, შეიძლება იყოს რაღაც შემოტრიალების წერტილი. ამას გავიგებთ მინიმუმ, 8 და მაქსიმუმ, 14 მარტს.მშვიდობა და გამარჯვება უკრაინას!რუსეთი უნდა დაინგრეს!“, - წერს რამაზ გიგაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ

🔵VIDEO: „პუტინს მოკლავენ... მსოფლიო არ აპატიებს“ – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

🔵„ყელში ამოხვედით... მართლა არ გადამეყაროთ და ამ სტატუსზეც არ ამოენთოთ ვინმე!“ - ანდრია გველესიანი

🔵„ქართველებმა საკუთარი ბინის წინ ნაგავი არ დაყარონ, ის ვერ ისწავლეს და 22.02.2022-ს ელოდებიან, რომ მათ ცხოვრებაში პორტალი გაიხსნას“ - რას წერს რამაზ გიგაური

🔵„არ მსიამოვნებს, რასაც ვხედავ, ფრთხილად! ბუნებას ნუ მოეპყრობით უდიერად!“ - გაფრთხილება ლელა კაკულიასგან