20.02.2022 ნუმეროლოგები ამ თარიღს პალინდრომის უწოდებენ, ეზოტერიკოსები კი ამბობენ, რომ ამ დღეს სურვილების ჩათქმისთვის საუკეთესო დროა.
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს და ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ წერს.
„ქართველებმა საკუთარ სადარბაზოში, საკუთარი ბინის წინ ნაგავი არ დაყარონ, ის ვერ ისწავლეს (ქუჩაში ნაგვის არ დაყრაზე აღარ ვსაუბრობ) და 22.02.2022-ს ელოდებიან, რომ მათ ცხოვრებაში პორტალი გაიხსნას.
ქუჩაში ნაგვის არ დაყრის მანტრები გვჭირდება სასწრაფოდ და „შავი ხვრელების“ მსგავსი პორტალები, რუსეთუმეები რომ შეითრიოს შიგნით. თავისი სტალინის ძეგლებით.
ეს შეთრევა ხელისუფლებიდან და ეკლესიიდან დაიწყოს. მეცნიერთა აკადემიიდან კიდევ, საბჭოთა კავშირის დაშლას გეოპოლიტიკურ კატასტროფას რომ უწოდებენ და „მონღოლთა მეფე-სატანას“ სიტყვებს იმეორებენ“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ვარსკვლავური ომები: ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ
🔵რა კავშირია დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობას შორის - აქამდე უცნობი ამბავი