Digest Logo

„ბევრის შემთხვევაში ეს იქნება დაუგეგმავი ფეხმძიმობა...“ - თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1707565231
სოფიო ბზეკალავა ასტროლოგი

„თებერვლის მეორე ნახევარი საოცრად ტურბულენტურია, ღვედი შეიკარით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვერაფერს დაგეგმავთ. დღეს მთვარის ახალი ციკლი დაიწყო და საინტერესო ისაა, რომ ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს. თებერვალი არის ისეთი ადამიანების, ვისაც არ ეშინია არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების. თუ გინდათ თქვენი ცხოვრების შეცვლა, მოვლენებს შეხედეთ სხვანაირად.

მოძებნეთ ახალი გზები, ნუ შეგეშინდებათ რისკების, თუმცა გაიაზრეთ პასუხისმგებლობები. 

კარგი იქნება 1-2დღე გადავდოთ მნიშვნელოვანი სურვილების ჩაფიქრება და გაწერა“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემა „შენი დილა“ ისაუბრა  და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციები გაუზიარა.

ნახეთ, თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის👇

ვერძი

მზად ხართ მოისმინოთ სიმართლე საკუთარ თავზე? ხართ ეგოცენტრულები, ბავშვივით გულწრფელები. მიმდინარე თვე კი დაგაყენებთ პრინციპის წინაშე - მოგიწევთ მოისმინოთ სიმართლე! კარგი იქნება თუ ამ დიალოგში საკუთარ შეცდომებს აღიარებთ. მოდის დიდი და მასშტაბური პროექტები, შესაძლოა არ შეიცვალოს თქვენი საქმიანობა. თუ აქამდე ვერ ახერხებდით ბუფერული ზონის შევსებას, ახლა ზუსტად ეს პერიოდია თქვენთვის. 

კურო

თქვენი მთავარი გამოწვევა მოულოდნელი სიტუაციებია სამსახურში. მკვეთრად დადგება საკითხი სამსახურის  შეცვლის, რომელიც თქვენი არჩევანი არ იქნება.არ შეგეშინდეთ სიახლეების, ახალი პროექტების, გააკეთე და მიიღეს პრინციპი მოქმედებს თქვენს შემთხვევაში.

ტყუპი

გეძლევათ მნიშვნელოვანი შანსები, მოგვარდება ან დღის წესრიგში დადგება საკითხები, რომელიც უკავშირდება განათლებას, უცხოეთს, ემიგრაციას. თუ პირადი ურთიერთობების კუთხით გქონდათ განქორწინება, ახლა პერიოდი მიდის იმისკენ, რომ შესაძლებლობა მოგეცემათ მესამე ქორწინების.

კირჩხიბი

ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მიდის თქვენში. თუ წყვილში ხართ, შესაძლოა შეიცვალოთ ცხოვრების წესი თქვენ და თქვენმა პარტნიორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა შესაძლოა წავიდეს უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. უნდა შეცვალოთ თქვენი ფასეულობათა სისტემა, განსაკუთრებით ის რაც ფულს და მატერიალურ საკითხებს ეხება.

ლომი

ტურბულენტური და მნიშვნელოვანი პერიოდი გაქვთ. მთავარი საკითხები შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს. დიდი ცვლილებები გელოდებათ პარტნიორებთან ურთიერთობაში, მიიღებთ გადაწყვეტილებებს მოულოდნელად. მიეჩვევით გაცილებით სწორ კომუნიკაციას. ვინც წყვილში არ ხართ, შესაძლოა იპოვოთ. 

ქალწული

თებერვალი აუცილებლად დაგაყენებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე, რომელიც ყოველდღიური ჩვევების შეცვლასთანაა დაკავშირებული. ვიღაცის შემთხვევაში ეს იქნება სამუშაო გრაფიკი, ვიღაცასთან მავნე ჩვევები. შესაძლოა ავტომობილის და გაჯეტების შეცვლა მოგიწიოთ.

სასწორი

თქვენი გამოწვევები დაკავშირებული იქნება ის, რაც ბავშვებს ეხებათ. ბევრის შემთხვევაში ეს იქნება დაუგეგმავი ფეხმძიმობა. ასევე შესაძლოა თებერვალმა მოგიტანოთ იმიჯის მკვეთრი ცვლილება. გარისკეთ და მოსინჯეთ რამე ისეთი, რაც არასდროს გაგიკეთებიათ. მზად იყავით ცვლილებებისთვის.

მორიელი

მიიღებთ სიტუაციებს, სადაც მართლა მოგიწევთ მოქმედება, მიიღებთ კრეატიულ გადაწყვეტილებებს. რაც უფრო მოქნილი იქნება თქვენი ნაბიჯები, მით უფრო მოგებიანი იქნება თქვენთვის ყველაფერი. სიტუაცია შეიძლება შეეხოს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ოჯახში იქნება კლება ან მატება.

მშვილდოსანი

შესაძლოა ახალი შესაძლებლობები, ნიჭი, ტალანტი აღმოაჩინოთ თქვენს გარშემო მყოფ ახლო ნათესავებში, მეგობრებში, ან მათში ვისთან ერთადაც მუშაობთ. მიიღებთ რჩევებს იმ ადამიანებისგანაც, ვინც აქამდე მნიშვნელოვანი არ გეგონათ.  ყურადღება მიაქციეთ რას საუბრობთ და ვისთან.

თხის რქა

იწყება ახალი პროექტები, რაც მიბმულია თქვენი ცხოვრების წესის შეცვლასთან. მოგიწევთ მსხვერპლზე წასვლა, ან იმიჯს შეიცვლით, ან ჩაცმის სტილს, მავნე ჩვევებზე უარის თქმა. დაიწყებთ ახალ ცხოვრებას.

მერწყული

თქვენ ხართ ამ „ივენთის“ მთავარი მასპინძელი. გადატვირთეთ საკუთარი თავი, ცხოვრება, შეხედულებები, გამოდით სტაგნაციისა და საბოტაჟის ეტაპიდან.  აღარ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში. დროა ახალი თავი გამოძერწოთ და აუწყეთ ფეხი ცვლილებებს.არ შეგეშინდეთ სიტუაციების, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს.

თევზები

დროა გამოხვიდეთ ჩრდილიდან, რომელიც წარსულს უკავშირდება. იწყება ახალი ეტაპი, როცა საბოლოოდ უნდა დახუროთ თქვენი ცხოვრების ნეგატიური ფურცელი. შეიძლება შეიცვალოთ სამსახური. თქვენს უკან მიდის საუბრები და გაიგებთ ბევრ რამეს, რაც თქვენს გაოცებას გამოიწვევს. მოისმენთ ბევრ ხმამაღალ განაცხადსაც. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

„გუშინ შევხმიანდით, დღეს კი გავიგე, რომ წავიდა... არასდროს იღლებოდა სამშობლოს სიყვარულით“ - გოგა ჩანადირი ნიკო ჯავახიშვილზე

„გილოცავ ჩემო სიყვარულო, მიყვარხარ“ - ზაზა ფაჩულია იუბილარია

„მეც იქ ვიდექი და ცრემლებით მქონდა თვალები სავსე! ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა, სავსეა საავადმყოფოები ახალგაზრდებით“ - გიგა პაპასკირი