მოლაშქრე ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც გარდაცვლილს ახლობლები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
ერთ-ერთი მათგანი კი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირია, რომელიც გარდაცვლილზე საჯაროდ წერს:
„რა არის წუთისოფელი - გუშინ შევხმიანდით, დღეს კი გავიგე, რომ წავიდა ნიკო ჯავახიშვილი.
ჭეშმარიტი მამულიშვილი, მოლაშქრე და მობილიკე, არაერთი ადამიანის გზამკვლევი ბუნებისა და ქვეყნის სიყვარულში.
არასდროს ეზარებოდა სხვისი გადაყრილი ნარჩენების წამოკრეფა, არასდროს მოგატყუებდა, არასდროს იღლებოდა სამშობლოს სიყვარულით.
მშვიდობით, ნიკო ძია. გული დამწყვიტე...“, - წერს გოგა ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ ჩემო სიყვარულო, მიყვარხარ“ - ზაზა ფაჩულია იუბილარია
⭕„მოგზაურებს ყოველთვის გვემახსოვრები“ - მოლაშქრე ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა