ასტროლოგმა ხატია ბედოშვილმა სასწორებისთვის დეკემბრის პროგნოზი გააზიარა.
მისი თქმით, ბოლო ორი თვის დაძაბულობა მსუბუქდება, თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლა, ღირებულებათა გადაფასება, გაუთვალისწინებელი ხარჯების მიმართ სიფრთხილე და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა საჭირო, ასტროლოგმა კი თვის ჰარმონიული და დაძაბული დღეებიც დაასახელა.
„სასწორი-დეკემბერი“.
სასწორებთან ბოლო ორი თვის დაძაბულობა მსუბუქდება. აუცილებელია, გააანალიზოთ განვითარებული პრობლემების გამომწვევი მიზეზი და შეცვალოთ მიდგომები, ღირებულებათა სისტემა.
ფინანსური თვალსაზრისით დაძაბული პერიოდი დასრულებულია, თუმცა გაუთვალისწინებელი ხარჯების მაჩვენებელი ისევ არის. არ ღირს, ახალი საქმის წამოწყება, ან რისკი.
პარტნიორულ ურთიერთობაში, მოგეთხოვებათ ახალ ეტაპზე გადასვლა, ძველებური მიდგომები მოიტანს დესტრუქციულ გარემოებებს და შესაძლოა დასრულდეს.
კარიერული კუთხით, გაქვთ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების მაჩვენებელი, რომელთანაც უნდა ადაპტირდეთ და მიიღოთ. პროფესიონალიზმის გაღრმავებაში ჩადებული ძალისხმევა, სამომავლოდ მოგიტანთ წარმატებას.
ნათესავებთან და დედმამიშვილებთან ურთიერთობა ჰარმონიულ ეტაპზე გადადის, თუ არ ჩაერევით მათ გადაწყვეტილებაში და პატივს სცემთ თავისუფალ არჩევანს.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სუსტია ჰორმონალური და მომნელებელი სისტემა, იმუნიტეტი. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში.
დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად:13;14;15;16;18;19;20;22;23;
დეკემბრის დაძაბული დღეები:3;4;5;8;10;11;12;17;24;25;30;
დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად:1;2;6;7;26;27;28;29;31“, - წერს ხატია ბედოშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვაზიანში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ეძებენ - „ეძებს პოლიცია, ახლობლები და მეზობლებიც“