
როგორი იქნება მარტის ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის? - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ვერძი
თქვენ ხართ ძირითადი სამიზნე, იმიჯთან დაკავშირებული ცვლილებები, კარიერული ცვლილებების დროა. იყავით ყურადღებით ბევრ რაღაცაში გეწყობათ ხელი, მაგრამ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება.
კურო
ორმაგი პერიოდია, შეიძლება გამოხვიდეთ მნიშვნელოვანი იზოლაციური პერიოდიდან, ეს პერიოდი იქნება კარგი გავაკონტროლოთ ჯანმრთელობა, ასევე იყავით ფრთხილად არის შანსი გაიხსნას თქვენი საიდუმლოები.
ტყუპები
ერთ-ერთი სამიზნე ხართ დადებითი კუთხით, ხართ სცენაზე, თუმცა დაიცავით ზომიერება.
კირჩხიბი
შეცდომები, რომელიც ადრე დაუშვით შეიძლება სწორედ ახლა გამოასწორო და გვირგვინიც დაიდგათ თავზე, თუმცა დიდი ალბათობით თუ რამე ქმედებას არასწორად გააკეთებთ განიცადოთ დიდი კრახი.
ლომი
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, თუმცა დაიცავით ზომიერება. გარკვეული პრობლემები, რომელიც ადრე იყო შეიძლება ახლა თქვენ სასიკეთოდ დასრულდეს. თუმცა იყავით ფრთხილად თუ უცხოეთში მოგზაურობთ შეიძლება გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი.
ქალწული
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, თავი შეიკავეთ კაპიტალდაბანდებებისგან, მემკვიდრეობითი საკითხების მოსაგვარებლად, თუ ძველი საქმეები გქონდათ დასასრულებელი უმჯობესია ეს პერიოდი სწორედ ამას დაუთმოთ.
სასწორი
პარტნიორული ურთიერთობის თვალსაზრისით გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, სხვა მხრივ შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც შემდეგ გამყარდება.
მორიელი
ჯანმრთელობის მდგომარეობას და ენერგოტონუსს მიაქციეთ ყურადღება, რომ პერიოდი იყოს კარგი და დეტალებზე გაამახვილეთ ყურადღება.
მშვილდოსანი
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, თუმცა იყავით ფრთხილად და დაიცავით ზომიერება. ამ პერიოდში დაწყებული ბიზნესი, რომელიც უკავშირდება ბავშვებს, იქნება წარმატებული, მაგალითად შეგიძლიათ გახსნათ საბავშვო ბაღი.
თხის რქა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, უმჯობესია ოჯახს დაუთმოთ მეტი დრო, შეიძლება ბევრმა თქვენგანმა ახლა შეიძინოთ ბინა.
მერწყული
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია შეგიძლიათ აწარმოოთ მოლაპარაკებები, კარგი პერიოდია მივლინებისთვის და მარტის ბოლოს ელოდეთ ენერგოტონუსის მომატებას.
თევზები
ბრწყინვალე პერიოდია, თუ გინდათ რომ მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. კარგად დაფიქრდით იმაზე თუ რა ხარვეზები გქონდათ, რა შეცდომები დაუშვით მანამდე, რატომ და როგორ არ გამოვიდა და ყველაფერი დაიწყეთ თავიდან.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს რკინიგზა რეისებს აუქმებს
🎥 „მოიმატებს მაგიური თავდასხმების და ჯადოქრების თემა“ - რას გვიმზადებს ლილიტის მორიელში გადასვლა?