ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს, სადაც პირველი მაისის მნიშვნელოვან ენერგიებსა და „ვალპურგის ღამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა;
„1–ელი 2 მაისი არის ენერგიის დაფიქსირების და მატერიალიზაციის დღეები! 30 მაისის ღამეს, ე.წ. „ვალპურგიის ღამემ“ უკვე გახსნა კარიბჭე. ახლა კი ის, რაც „უხილავში” დაიბადა, ნელ-ნელა გადადის ხილულ რეალობაში.
რჩევა და განმარტება, რას აქვს განსაკუთრებული ძალა ამ დღეებში:
დედამიწასთან/მიწასთან კავშირი აუცილებელია. ჩაიფიქრე სურვილი და გაიარე ფეხშიშველმა მიწაზე, შეეხე ხეს, ან უბრალოდ იდექი რამდენიმე წუთით ბუნებაში. რადგან, ახლა დედამიწა იღებს შენს განზრახვას და აძლევს მას ფორმას.
სიტყვის ძალა აქტიურია. ყველაფერი, რასაც ამ დღეებში ამბობ, იცოდე იწერება.
ეცადე, სიტყვები იყოს სუფთა, ზუსტი და გაცნობიერებული. არ თქვა ის, რისი მატერიალიზებაც არ გინდა.
სიმარტივე და სიჩუმე მთავარია. ნაკლები ქაოსი - მეტი ენერგია. არ გადატვირთო თავი, არ იჩქარო. ენერგია ახლა მუშაობს სიღრმეში, არა ზედაპირზე.
პატარა მოქმედება საჭიროა. მაგალითად, აირჩიე ერთი ნაბიჯი შენი მიზნისკენ და გააკეთე დღესვე. ეს იქნება „სიგნალი სამყაროსთვის“, რომ მზად ხარ მიღებისთვის.
რაც შეეხება გათავისუფლებას, თუ გრძნობ, რომ რაღაც გამძიმებს - გაუშვი.
ადამიანი, ფიქრი, ემოცია და ა.შ. ამ დღეებში გაშვებული ყველაფერი მარტივად ტოვებს შენს სივრცეს.
ცეცხლის რიტუალი: აანთე სანთელი საღამოს და უყურე ალს, წარმოიდგინე, როგორ იწვის ძველი და როგორ იბადება ახალი. ეს არის ტრანსფორმაციის წმინდა მომენტი.
1–2 მაისის მთავარი ნუმერო კოდი და რჩევა ჩემგან, ჩემო კარგებო.
თქვით: „მე ვირჩევ და ვიღებ იმ რეალობას, რომელსაც ვქმნი და ის არის მსუბუქი, ნათელი და ბედნიერი“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ფული შეიძლება მოვიდეს მოულოდნელი წყაროდან“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი
⭕„საბრძოლველი მხოლოდ ერთი მყავს, საკუთარი თავი, დაცემული ბუნება...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება