ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„წმინდა მამები ხედავდნენ თავის თავში ღმერთს და მე ვერ ვხედავ.
აქედან ორი გზაა:
ან შევეშვა და ვთქვა უგუნურად: „ეს ჩემი საქმე არ არის“(ქრისტიანი ხარ, მაგრამ ქრისტეს ძიება შენი საქმე არ არის),
ან ვიტყვი: „ან მოკვდები, ან ჩემში ქრისტეს ვიპოვი იმიტომ, რომ ის ჩემშია, მე ვიცი“.
და მე ვიწყებ თავგანწირულ ომს, ბრძოლას,
- ვისთან?!
- საბრძოლველი მხოლოდ ერთი მყავს, საკუთარი თავი,
- საბრძოლველი მხოლოდ ერთი მაქვს, საკუთარი დაცემული ბუნება...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი 2026 წლის ყველაზე იღბლიანი თვე იქნება