Digest Logo

„ჩაიხედეთ თქვენს სულში! იპოვეთ საერთო ენა თქვენს ქვეცნობიერთან, შექმენით ახალი პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იგრძნოთ მეტი სიხარული“ - თამარ კვარაცხელია

1759408860
თამარ კვარაცხელია.

„ადამიანების დიდი ნაწილი „შინაგან“ (გაუცნობიერებელ) კონფლიქტს გარე სამყაროზე, მეორე ადამიანზე აპროექცირებს, გმობს მას, უარყოფს, ცდილობს სწორი გზა მიუთითოს და ხელახლა აღზარდოს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ერთადერთი ამ ორში ვისი აღზრდაც შესაძლებელია და შანსი ჯერ კიდევ აქვს, ეს არის მხოლოდ საკუთარი თავის ხელახლა აღზრდა!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

მისი თქმით, თუ თქვენი სიხარულის წყარო სხვა ადამიანები და გარემოებები არიან, ისინი ნებისმიერ წამს შეიძლება გაქრნენ. როცა სხვა ადამიანზე დამოკიდებული ხდებით, აღარ ხართ თქვენი ცხოვრების - განწყობის, აზრების, ემოციების ბატონ-პატრონები:

„მსხვერპლის მოდელში ადამიანი თავის ნეგატიურ ემოციებს სხვების ქცევას უკავშირებს.

ეს ქმნის სხვების გადაკეთების, მათი ხელახლა აღზრდის, მათთან კამათის, ბრძოლის, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათთან კამათით, ძირითადად ვეკამათებით საკუთარ თავს - ჩვენს წარმოდგენებს ამ ადამიანზე, ჩვენს წარმოდგენებზე რა არის კარგი და ცუდი ანუ ჩვენს ილუზიებს.

გავიაზროთ: ვებრძვით და ვეკამათებით ჩვენს ილუზიებს!

დააკვირდით, როცა ორი ადამიანი ერთმანეთში დაობს, სინამდვილეში , ამ მომენტში, მათი შინაგან სამყაროში არსებული (პირობითად) ორი ნაწილი კამათობს, ეწინააღმდეგება, ებრძვის, აშინებს, აღიზიანებს, ლანძღავს ერთმანეთს და ა.შ.

ადამიანების დიდი ნაწილი „შინაგან'" (გაუცნობიერებელ) კონფლიქტს გარე სამყაროზე, მეორე ადამიანზე აპროექცირებს, გმობს მას, უარყოფს, ცდილობს სწორი გზა მიუთითოს და ხელახლა აღზარდოს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ერთადერთი ამ ორში ვისი აღზრდაც შესაძლებელია და შანსი ჯერ კიდევ აქვს, ეს არის მხოლოდ საკუთარი თავის ხელახლა აღზრდა!

ბოლოს და ბოლოს, ის ერთადერთი ადამიანია, რომლებსაც ყველაზე კარგად იცნობთ.

ჩაიხედეთ თქვენს სულში! იპოვეთ საერთო ენა თქვენს ქვეცნობიერთან.

შექმენით ახალი პროგრამა საკუთარი თავისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ იგრძნოთ მეტი სიხარული, მეტი სიყვარული. „ღმერთი არ უყურებს იმას, თუ რამდენს ვაკეთებთ, არამედ იმას, თუ რამდენ სიყვარულს ვდებთ გაკეთებულში“.

თუ თქვენი სიხარულის წყარო სხვა ადამიანები და გარემოებები არიან, ის ნებისმიერ წამს შეიძლება გაქრეს.
როცა სხვა ადამიანზე დამოკიდებული ხდებით, აღარ ხართ თქვენი ცხოვრების - განწყობის, აზრების, ემოციების ბატონ-პატრონი. თქვენ დაკარგავთ ემოციურ წონასწორობას ნებისმიე დროს; აღარ ხართ თვითკმარი.
იმ შემთხვევაში, თუ სიხარულს, ნეტარებას, სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას საკუთარი შინაგანი სამყაროსგან იღებთ, გამოატარებთ უშურველად გასცემთ, იქ გადამალულ ღვთიურ სიყვარულსა და მადლს, მაშინ ეს წყარო მარადიულია!!!

და ამ მადლის შუქზე, თქვენს გარშემო მყოფები გარდაიქმნებიან. აღმოაჩენთ, თურმე არ არის საჭირო ვინმეს შეცვლა ან გამოსწორება, რადგან თქვენ უკვე, აპრიორში ხართ უსაფრთხოდ და ვერავის ქმედებები ვერ შეძლებს თქვენში ამ სინათლის ჩაქრობას ან თქვენში სიყვარულის მდგომარეობის შემცირებას და გარშემო ყველაფერი, სულ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იქნება რესურსი შინაგანი ღვთიური სხივის და ძალის გასაზრდელად!
არსებობს სულიერი კანონები, რომლებიც მოქმედებს ნებისმიერ ვითარებაში (გამონაკლისი შემთხვევები არ არსებობს). ადამიანის მუდმივი და აქტიური ურთიერთობა საკუთარ შინაგან და გარშემო სამყაროსთან ეს ანარეკლია და მგავსების კანონია, რომელიც ამბობს შემდეგს:

„რაც შიგნით არის, ის არის გარეთა“, „რასაც ვასხივებ, იმას ვიღებ“, „რაც ზემოთაა - ცნობიერეში - ქვემოთაა - მატერიაში“ „რასაც დათესავ იმას მოიმკი“ "კოკასა შიგან, რაცა დგას, იგივე გადმოდინდები," "რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს...“.

ჩვენი შინაგანი რეალობა (ფიქრები, რწმენა, იდეები, დამოკიდებულებები, გრძნობები, ემოციები, ჩვენი „მსოფლიო რუკა“ ჩვენს მსოფლმხედველობას წარმოადგენს) აისახება ჩვენს გარე რეალობაში. ხშირად „რუქა“ არ ემთხვევა ტერიტორიას, ჭეშმარიტებას და საკუთარ თავზე მუშაობით, ხედვების შეცვლით ნელ-ნელა ვუახლოვდებით ნამდვილს, ვქმნით (ვმოქმედებთ, ვაყალიბებთ) ჩვენს სასურველს.

ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ვაწყდებით სხვადასხვა სიტუაციას, ვხვდებით სხვადასხვა ადამიანს და ყველა ეს სიტუაცია და შეხვედრა უნიკალურია, რადგან თითოეული ადამიანის შინაგანი რეალობა უნიკალურია.
შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე არსებობს 8 მილიარდი სამყარო - უნიკალური შინაგანი რეალობებით - რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს რეალობის საკუთარი ინდივიდუალური პირადი „რუქა“.

თითოეული ადამიანის რეალობა ქმნის კოლექტიურ რეალობას, მოვლენათა საერთო ველს და ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ის უბრალოდ ხედავს ობიექტურ მოვლენებს (მისგან დამოუკიდებელს) და რეაგირებს მათზე. სინამდვილეში, ადამიანი, ძირითადად არაცნობიერად, აყალიბებს თავის რეალობას და მხოლოდ ამის შემდეგ რეაგირებს მასზე.

ეს მექანიზმი ან ალგორითმი ნათელია „გამოღვიძებული“ ადამიანისთვის, რომლის ცნობიერებაც „გადარჩენის“, „ბრძოლის“ დონეს გასცდა და უფრო მაღალ დონეზე, ჭეშმარიტი, უმაღლესი „მე“-ს დონეზე გადავიდა.
სწორედ, ამიტომ რეაგირებენ ადამიანები ასე განსხვავებულად ერთი და იგივე სიტუაციებზე, თითოეული თავისებურად.

ერთი და იგივე სიტუაცია კარგია ერთისთვის, ნეიტრალური მეორისთვის და მიუღებელია მესამესთვის.
როდესაც ადამიანები ამბობენ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა „მათ ზეწოლა მოახდინეს ჩემზე“, „მათ არ ესმით“, „მან მაწყენინა“, „ის სვამს“, "ის თამაშობს" ისინი თავიანთ ნეგატიურ ემოციებსა და გამოცდილებას მეორე ადამიანის ქცევას მიაწერენ.

ძალიან კარგად მესმის, მათში საკუთარი დესტრუქციული პროგრამების აღმოჩენა მტკივნეული, მოუხერხებელი და არაკომფორტულია, (არავინ გასწავლათ, მაგრამ ცხოვრება ცდილობს ახლა ამ გზით) ამიტომ ისინი, როგორც წესი, ცდილობენ როგორმე თავი დააღწიონ ამ სიტუაციას, თავი დაიძვრინონ საკუთარ თავზე მუშაობის იდეიდან. მაგრამ არიან გაბედულებიც ვინც მზდაა გაიაროს არაცნობიერის უღრან ტყეში, დარჩნენ საკუთარ არაცნობიერ პროგრამებთან პირისპირ და სრულიად განსხვავებულად მოიქცნენ.

ადამიანმა აირჩიოს სულის ევოლუციის გზა. თქვენ რას ფიქრობთ, რისთვის ვართ, აქ?

ჩვენ რომ გვესმოდეს, სიხარულისა და სევდის, სასოწარკვეთისა და დაბნეულობის წყარო, რომ მხოლოდ ჩვენშია (და არა მასში), ვერავინ შეძლებდა ჩვენთვის ზიანის მოყენებას.

თუ გარკვეულ სიტყვებზე, ქმედებებზე ან გარემოებებზე ვრეაგირებთ ტანჯვით, შფოთვით ან ბრაზით , ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობს ერთობლივი სასწავლო პროცესი:

– ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ვსწავლობთ იმ ადამიანთან ერთად, ვინც გვაწყენინა ან „ცუდად იქცევა“, გავდივართ ერთად სულიერ მოგზაურობის და გამოღვიძების ეტაპებს.

– როცა ვიღებთ მათ ისეთებს, როგორებიც არიან, მადლობას ვუხდით მათ საქციელისთვის, რა დროსაც ვლინდება ჩვენი „ტკივილი“, ეს გვეხმარება აღვადგინოთ შინაგანი სამყაროსთან მთლიანობა, დავუბრუნდეთ სინათლეს, სიყვარულს.

მხოლოდ მაშინ, როცა მშვიდად და ჰარმონიაში ვართ საკუთარ თავთან, ვერაფერი დაარღვევს ჩვენს ემოციურ ბალანსს. მხოლოდ სიმშვიდეში შეგვიძლია მივიღოთ და განვიცადოთ ნებისმიერი სიტუაცია. ოღონდ თუ ნამდვილად მშვიდად ვართ, მაშინ ჩვენში შინაგანი სიკაშკაშე მაღალია, მაშინ გვაქვს:

„ნულოვანი“ პრეტენზიები,
„ნულოვანი“ განსჯა,
„ნულოვანი“ ბრალდებები,
„ნულოვანი“ უკმაყოფილება (მათ შორის საკუთარი თავის მიმართ).

და ჩემთვის ასე მოხდა, სასწაული:

როდესაც ემოციურ ბალანსის მდგომარეობაში ვრჩები, სრულად წყდება კონფლიქტურ სიტუაციებში ჩავარდნის მოთხოვნილება, იგივე ადამიანები, ვინც მაღიზიანებდა, მაწუხებდა და ცდილობდა ეწყენინებინა და გამოსდიოდა, იწყებენ განსხვავებულად ქცევას, კონფლიქტები საჭიროება ქრება და რაც მთავარია (თითქოს გაჭუჭყიანებული სათავლის მინა გადაიწმინდაო) - მათში ისეთ სასიამოვნო თვისებებსაც კი აღმოვაჩენ, რაც აქამდე არ შემიმჩნია.

შეიძლება ისეთი შეგრძნებაც კი გვქონდეს, თითქოს სხვა ადამიანია, ისე შეიცვალა..“, - წერს თამარ კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია 53 წლის ქალის ვინაობა, რომელიც 74 წლის ქმარმა მოკლა - ახალი დეტალები

„ბრალი მისი, ვინც გულში მაინც ვერ დაინახავს სხვის ამაგს, ბრალი მისი, ვინც ადამიანს გამოიყენებს ანგარებით...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცადა