Digest Logo

„თითოეულ ქმედებას მოსდევს უკუქმედება“: მიხეილ გულუაშვილი ცხოველთა მიმართ ძალადობასა და საგვარეულო კარმაზე წერს

1793709413
 მიხეილ გულუაშვილი

მიხეილ გულუაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ცხოველთა მიმართ ძალადობაზე, საგვარეულო კარმისა და მიწიერი ქმედებების მძიმე შედეგებზე საუბრობს.

ავტორი მკაცრად ეხმიანება იმ ადამიანთა ქმედებებს, რომლებიც ცოცხალ არსებებს ანადგურებენ და აღნიშნავს, რომ უპირობო სიყვარული, რომელიც თითოეული ძაღლის თვალს უკან იმალება, უმაღლესი ენერგიის მატარებელია:

„არ ვიცი თუ კი შეგხვდებათ ეს ნაწერი ოდესმე იმ სულმკვდარ სხეულებს იდენტობებს და ცნობიერების ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფთ და ამავდროულად თქვენს ახლა უკვე გაუბედურებულ გვარსა შვილებს და ბიოლოგიური ოჯახის ყველა წევრს, რომელთაც ეს კარმა აკიდეთ და ამის გამოსასწორებლად მთელი ცხოვრების სიკეთის კეთება არ გეყოფათ თქვენი გვარის შვიდივე თაობას ამ მიწიერში.

ასეთი იდენტობები ქმნიან კარმის იმ მძიმე ფორმას საგვარეულოში, რომელიც შემდეგ მომდევნო თაობის გადასატანი ხდება რადგან მარტივად.


ისინი როგორც ყველა გარკვეულწილად თავად წერენ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე მათთვის.
თითოეულ განხორციელებულ ქმედებას მოსდევს უკუქმედება.

ვწერ იმას რასაც ისინი გადაიტანენ. ვინც ცხოველი სიცოცხლეს გამოასალმა ოდესმე და ეს არ არის სურვილი ან აზრი.

სიმართლე ყველამ კარგად იცის.

რა თქმა უნდა რომ ეს ყველა ცხოველმკვლელს ეხება და უმნიშვნელოა მიწიერში მას რა მოპოვებითი სახელი ეწოდება.

ძაღლი კი უპირობო სიყვარულია.
ძაღლი ქრისტეა.
არა სხეულებრივი მოცემულობა.

არამედ ძაღლის თვალს უკან შიდა მამოძრავებელი ენერგია, რომელიც უპირობო სიყვარულია და ამიტომ ვუყვარვართ ყველა ძაღლს, რადგან მათთვის უმნიშვნელოა პირდაპირი მნიშვნელობით ვინ ხარ
რა თქმა უნდა რომ ისინიც გრძნობენ ვისშია სიყვარული და ვის სჭირდება სიყვარული.

ყველას გულში და თქვენ არსით სიყვარულს გისურვებთ.

ეს სამყარო იმაზე მეტად ლამაზია ვიდრე გარეთ ჩანს რადგან მთელი სილამაზე იმალება ჯერ შიგნით როდესაც თვალებს ვხუჭავთ და გამოდის გარეთ“, - წერს მიხეილ გულუაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში - „უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა“

⭕ „კახეთში ჩავიყვანე და კარგად მოილხინეს...“ - როგორ გააცნო ბარბარა სამხარაძემ რჩეული ოჯახს?

🎥 მაგიური სიტყვა თუ შინაგანი ბარიერი: რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა და რა როლს თამაშობს გულწრფელობა ურთიერთობებში

✕