ნოემბრის ასტროლოგიური ფონი განსაკუთრებულ ყურადღებას წარსულზე ამახვილებს. ეს თვე არა მხოლოდ მიმდინარე საკითხების მოგვარებას, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების ძიებასაც მოითხოვს: რა გადაწყვეტილებები მივიღეთ? რა მოლოდინები გვქონდა ადამიანებისა თუ გარემოებების მიმართ და რა შედეგები მივიღეთ?
გარემოებები გვიჩვენებს, ღირდა თუ არა მიღებული შედეგები გაწეულ ძალისხმევად, დახარჯულ დროდ და ფინანსურ რესურსად. და რაც მთავარია, ხომ არ ვაგრძელებთ ინერციით იმ გზაზე სიარულს, რომელსაც უკვე დიდი ხანია აღარ მოაქვს სარგებელი?
თვის პირველი ნახევრის ასტროლოგიურ ტონს მერკურისა და ვენერას რეტროგრადული მოძრაობა განსაზღვრავს. მერკური 13 ნოემბრიდან დირექტიულ მოძრაობას იწყებს, ვენერა კი - 14 ნოემბრიდან. პლანეტების ჩვეული ტემპის აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ ახალი პროექტებისა და მნიშვნელოვანი გეგმების დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი 17 ნოემბრის შემდეგ დგება. მანამდე უმჯობესია, შევანელოთ ტემპი, გავაანალიზოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები და განვაახლოთ მოქმედების სტრატეგია.
თვის ძირითად ასტროლოგიურ კონფიგურაციას „ეტლი“ წარმოადგენს. მის ერთ ღერძს იუპიტერი, მარსი და სამხრეთი (დაღმავალი) მთვარის კვანძი ქმნიან, რომელიც წარსულის კარმულ გამოცდილებას უკავშირდება. მეორე ღერძზე კი ვენერაა, რომელიც რეტროგრადულ ქირონთან ოპოზიციას ქმნის.
იუპიტერი ყველაფერს ზრდის და აფართოებს, ამიტომ სამხრეთ მთვარის კვანძთან შეერთებისას წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს ამძაფრებს. მარსის მონაწილეობა ამ პროცესს დამატებით ინტენსივობას სძენს, ხოლო ლომის ნიშანში, სადაც მარსი ძლიერად მოქმედებს, იგი აქტიური მოქმედებისკენ გვიბიძგებს.
ყველაფერი, რაც ოდესღაც დიდი ამბიციით, აღიარების სურვილით, საკუთარი შესაძლებლობების გაფართოების ან პირადი მნიშვნელობის დამტკიცების მოტივით დავიწყეთ, ახლა სერიოზულ გამოცდას გაივლის. ეს პროცესი როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე გამოვლინდება.
იუპიტერი სოციალური პლანეტაა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევიან სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ლიდერები, რომელთა წარსული გადაწყვეტილებები და მართვის სტრატეგიები სერიოზულ გადახედვასა და კორექტირებას საჭიროებს. თუმცა ინდივიდუალურ დონეზეც არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდება.
ნოემბრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფინანსური გეგმების გადახედვა, რესურსების ოპტიმიზაცია და ხარჯვის ახალი სტრატეგიის შემუშავებაა.
30 ოქტომბერს სრულდება ლილიტის დაძაბული ასპექტი რეტროგრადულ ნეპტუნთან. ეს კავშირი თავის მოტყუებას, ცრუ იმედებსა და უსიამოვნო სიმართლის დანახვის სურვილის არქონას უკავშირდება.
6 ნოემბრიდან ლილიტი რეტროგრადულ სატურნთან დაძაბულ ასპექტს ქმნის. თუ ნეპტუნი ილუზიების ნისლს ქმნიდა, სატურნი შეცდომების კონკრეტულ შედეგებს გვაჩვენებს. ამ ეტაპზე შეცდომის აღიარება საკმარისი აღარ იქნება - საჭირო გახდება შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება, წესრიგის აღდგენა და, შესაძლოა, დამატებითი პასუხისმგებლობების აღებაც.
3–5 ნოემბერი - მერკურისა და მზის შეერთება. ინტელექტუალური გარდატეხისა და მნიშვნელოვანი გაცნობიერებების პერიოდი. სასურველია იდეების ჩაწერა, რათა მოგვიანებით მათი განხორციელება შევძლოთ.
9 ნოემბერი - ახალმთვარეობა მორიელში. ღრმა ინტელექტუალური და მსოფლმხედველობრივი ტრანსფორმაციის დასაწყისი.
13-14 ნოემბერი - მერკურისა და ვენერას დირექტიულ მოძრაობაზე გადასვლა. თვის მთავარი გარდამტეხი მომენტი.
20 ნოემბერი - მზისა და რეტროგრადული ურანის ოპოზიცია. მოულოდნელი სიახლეები, გეგმებისა და შეთანხმებების უეცარი ცვლილებები.
24 ნოემბერი - სავსემთვარეობა ურანის გააქტიურებით. თვის ემოციური და მოვლენითი კულმინაცია.
თვის ბოლო ნაწილი შედარებით ჰარმონიულად გამოიყურება. 24 ნოემბრიდან მზესა და რეტროგრადულ სატურნს შორის ჰარმონიული ასპექტი გააქტიურდება, რაც ახალი იდეების პრაქტიკულ განხორციელებაში დაგვეხმარება.
თვის მესამე დეკადის დასაწყისში ჩვენს ცხოვრებაში შემოსული მოულოდნელი ცვლილებები თვის ბოლოსთვის უფრო სტაბილურ და ორგანიზებულ ფორმას შეიძენს.
ამიტომ ნოემბრის ბოლო დღეები ხელსაყრელია ახალი წესების ჩამოსაყალიბებლად, პასუხისმგებლობებისა და სამუშაო პროცესების გადასახედად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გადაწყვეტილებების მისაღებად.
განსაკუთრებით საყურადღებოა 26 ნოემბერი, როდესაც მარსი ცეცხლოვანი ლომიდან პრაქტიკულ ქალწულში გადავა.
ეს, შესაძლოა, თვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ცვლილება აღმოჩნდეს. ლომში მარსი თამამად, ენერგიულად და დემონსტრაციულად მოქმედებს, ქალწულში კი მისი ენერგია უფრო პრაქტიკულ ხასიათს იძენს და კონკრეტულ შედეგებზე კონცენტრირდება.
26 ნოემბრის შემდეგ წინა პლანზე წამოვა სიზუსტე, პროფესიონალიზმი, დეტალებისადმი ყურადღება, შეცდომების გამოსწორება და აუცილებელი სამუშაოს თანმიმდევრულად შესრულების უნარი.
ასე რომ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე და დააფასეთ ის ურთიერთობები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს.
დაე, ნოემბერმა მოგვცეს საკმარისი სიბრძნე იმისთვის, რომ წარსულის გამოცდილება მომავალში უკეთესი და უფრო მყარი არჩევანის გასაკეთებლად გამოვიყენოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში - „უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა“
⭕ „კახეთში ჩავიყვანე და კარგად მოილხინეს...“ - როგორ გააცნო ბარბარა სამხარაძემ რჩეული ოჯახს?
წყარო: www.facebook.com