Digest Logo

„ჩავიფიქროთ სურვილები, დავაბრუნოთ ვალები, არ ვიკვებოთ მძიმედ, არ მივიღოთ ალკოჰოლი“ - რა ამოცანებს გვისახავს მზის დაბნელება, აკაკი გოგოლაძის პროგნოზი

1758214265
 აკაკი გოგოლაძე

7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 სექტემბრამდე არსებული პერიოდი ადამიანებისათვის ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.

დაბნელებების დერეფანი განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და სიახლეები დავგეგმოთ. ეს პერიოდი აუცილებლად გამოკვეთს ყველაფერს, რაც მოძველებული და არა საჭიროა და თითოეულ ადამიანს აიძულებს, მოვლენები რეალისტურად აღიქვას და ბევრი რამ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

რა ამოცანებს გვისახავს მზის დაბნელება - ამ თემაზე ვრცლად ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე სოციალურ ქსელში გვესაუბრება:

„2025 წლის ბოლო დაბნელება, რა ამოცანების გვისახავს მზის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში?

21 სექტემბერს, თბილისის დროით 23:54 საათზე, გვაქვს მზის დაბნელება ქალწულის  ზოდიაქოს ნიშანში 30-ე გრადუსზე და ამით სრულდება ორკვირიანი დერეფანი. 

მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობისას ხდება, თუმცა დაბნელების შემთხვევაში რომელიმე კარმული კვანძი მონაწილეობს, ანუ მზე-მთვარესთან არის ახლოს, მაგრამ ახალმთვარეობისგან განსხვავებით, რომლის გავლენაც მომავალი ერთი თვე გრძელდება, მზის დაბნელებაზე ისეთ საკითხებს ეყრება საფუძველი, რომლებიც შეიძლება მომავალი 6 თვე, ზოგ შემთხვევაში, 18 წელიც კი გაგრძელდეს. 

მზის დაბნელება ახალ საწყისებთან, სიახლეებთან და რადიკალურ ცვლილებებთან ასოცირდება. დაბნელების პერიოდში, ადამიანს მნიშვნელოვან საკითხებთან შეხება და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება უწევს. დაბნელება ხშირად კარმულ თემებსაც ააქტიურებს, თუმცა, კონკრეტიკისათვის ყურადღება უნდა მიაქციოთ, თქვენს ნათალურ რუკაში რომელ სახლში მოხვდება დაბნელება და რა ასპექტებს გააკეთებს. დააკვირდით, რომელიმე პირადი პლანეტა თუ გყავთ ქალწულში, თევზებში, ტყუპებში და მშვილდოსანში 28, 29, 30 გრადუსებში, ასევე სასწორის, ვერძის, თხის რქის და კირჩხიბის 0, 1, 2 გრადუსებში, რადგან რადიკალური და მძაფრი ცვლილებები შესაძლებელია სწორედ ამ ადამიანების ცხოვრებაში იყოს, იმ პლანეტის თემებში რასაც ეს დაბნელება შეეხება.  
 მზის დაბნელება ამჯერად ქალწულის  ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს, რაც იმაზე მეტყველებს რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველდღიურ წვრილმანებსა და რუტინას. უნდა გადავხედოთ ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს და დავფიქრდეთ: რამდენად სწორად, ჯანსაღად და მოწესრიგებულად ვცხოვრობთ, ვაქცევთ საკმარის ყურადღებას ჯანმრთელობას, საყოფაცხოვრებო დეტალებს და სისუფთავეს? წვრილმანები რომელსაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით და ვაიგნორებდით ამ პერიოდში შესაძლებელია მეტად შევამჩნიოთ და მნიშვნელობა მივცეთ. ამ პერიოდში ასევე გევალებათ დაფიქრდეთ თქვენს როლზე სამსახურთან და რუტინულ საკითხებთან დაკავშირებით. რამდენად სწორ ადგილას ხარ, გიღირს იმ საქმეში ენერგიის ჩადება რასაც აკეთებ? ან სწორად აკეთებ იმას რასაც აკეთებ? დაფიქრდით აღნიშნულ საკითხებზე და თუ აღმოაჩენთ რომ რომელომე საკითხში პრობლემა გაქვთ, იფიქრეთ.

ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მანთ ვისაც კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ან ნერვული პრობლემები აქვს. დაბნელების დღეებში მოიმატებს გაღიზიანება უაზრო დეტალებზე, ვიგრძნობთ ნერვულ დაძაბულობას, ამიტომაც მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და შეწცადეთ არ გამოხატოთ სარკაზმი, ცინიზმი, (რაც ქალწულის ნიშანს ახასიათებს) რადგან თავიდან აირიდოთ ჩხუბი და დაძაბულობა. 
ამ პერიოდში რეკომენდებულია!

* მოვიზიდოთ სიახლეები, დავგეგმოთ ახალი საქმეები, თუმცა დაბნელების დღეებში უშუალო ქმედებაზე არ გადავდივართ. 
* ჩავიფიქროთ სურვილები, კარგი იქნება სურვილების ჩამოწერაც.(სურვილი აუცილებლად სწორად აარჩიეთ.) 
* გააკეთეთ ენერგეტიკული წმენდები. 
* მოაწესრიგეთ სახლი, გაწმინდეთ ყველაფერი, აუცილებლად სუფთა გარემოში შეხვდით დაბნელებას. 
* გაატარეთ დღე მშვიდ და მყუდრო გარემოში. 
* დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე კარგი იქნება, დავაბრუნოთ ვალები, გავუშვათ არასასურველი ცხოვრებიდან, მნიშვნელოვანია, რომ, ამ პერიოდს, ყველა ნეგატივისგან გათავისუფლებული შევხვდეთ. 
მოერიდეთ!
* აგრესიულ და კონფლიქტურ გარემოში ყოფნას, აკონტროლეთ ემოციები. 
* მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, არ გამოიკვებოთ მძიმედ, არ მიიღოთ ალკოჰოლი, ფრთხილად იყავით მედიკამენტების მიღებისას. 
* ამ დღეს მოერიდეთ შორ მანძილზე გადაადგილებას, ფიზიკურ გადაღლას“, - წერს აკაკი გოგოლაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„კაცი, რომელიც ცოლს ცუდად ეპყრობა, ხშირად ხედავს, როგორ იკლებს მისი იღბალი, ფერხდება კარიერა და სუსტდება ჯანმრთელობაც, რადგან ენერგიის დინება იბლოკება“ - „მატრიცა 888“

🎥 „თუ გულწრფელობით და პოზიტიური განწყობით მიუდგებით, სიუხვის კოსმოსური ენერგია შემოვა თქვენს ცხოვრებაში!“ - „ფულის ვარცხნილობის“ რიტუალი თაკო მელიქიშვილისგან

„გვაძლევს უნარს, შევიგრძნოთ ის, რაც სხვებისთვის უხილავია...“ - რას უკავშირდება პლანეტა ნეპტუნი ასტროლოგიაში