Digest Logo

„კაცი, რომელიც ცოლს ცუდად ეპყრობა, ხშირად ხედავს, როგორ იკლებს მისი იღბალი, ფერხდება კარიერა და სუსტდება ჯანმრთელობაც, რადგან ენერგიის დინება იბლოკება“ - „მატრიცა 888“

1758210715
ცოლი-ქმარი

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, „მატრიცა 888“ წერს, რომ ქმრის კეთილდღეობა დაკავშირებულია იმაზე, თუ როგორ ეპყრობა თავის ცოლს. კაცისთვის, ცოლის პატივისცემა და სიყვარულით მოპყრობა ნიშნავს საკუთარი წარმატების მოფრთხილებას:

„ქმრის კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ ეპყრობა თავის ცოლს!

ჩინურ დაოსურ ფილოსოფიაში ცოლი წარმოადგენს ქმრის ბედსა და იღბალს. ამიტომ, მამაკაცისთვის, ცოლის პატივისცემა და სიყვარულით მოპყრობა ნიშნავს საკუთარი წარმატების მოფრთხილებას.

ინი და იანის ძველი სიბრძნე გვასწავლის: იანი მამაკაცის ენერგიაა, ინი - ქალის. 

როცა კაცი გულწრფელად ზრუნავს ცოლზე, ეს ორი ენერგია ჰარმონიაშია ერთმანეთთან და კეთილდღეობის არხიც აქტიურდება.

მამაკაცი, რომელიც ცოლს ცუდად ეპყრობა, ხშირად ხედავს, როგორ იკლებს მისი იღბალი, ფერხდება კარიერა და სუსტდება ჯანმრთელობაც, რადგან ენერგიის დინება იბლოკება.

თუ სიმდიდრე გსურს, პირველი გაკვეთილი ცოლის დაფასებაა. ეს უბრალოდ რწმენა კი არა, საუკუნეების წარმატების ფორმულაა!“, - წერია „მატრიცა 888“-ს გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ გულწრფელობით და პოზიტიური განწყობით მიუდგებით, სიუხვის კოსმოსური ენერგია შემოვა თქვენს ცხოვრებაში!“ - „ფულის ვარცხნილობის“ რიტუალი თაკო მელიქიშვილისგან

„გვაძლევს უნარს, შევიგრძნოთ ის, რაც სხვებისთვის უხილავია...“ - რას უკავშირდება პლანეტა ნეპტუნი ასტროლოგიაში

„ჟოლოს ნამცხვარი და ფერადი განწყობა, მგონი მომშივდა...“ - ნუკი კოშკელიშვილი კვლავ ორიგინალურ ფორმაშია