Digest Logo

„ჭეშმარიტად ბრძენი ხარ მაშინ, როცა ცხოვრებაში ბევრჯერ დაეცემი და არც ერთხელ არ დაგმობ ღმერთს...“ - გიორგი ლობჯანიძე

1759473398
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ შთამაგონებელ სტატუსს აქვეყნებს:

„საერთოდ, ადამიანი იქამდეა თავისუფალი, სადამდეც საკუთარ „მე-ს” აკონტროლებს.

ნებისმიერი გაუცნობიერებელი საკითხი შეიძლება ბედისწერად გვექცეს. სწორედ ამაზე ამბობდა იუნგი: ის, რასაც არ ან ვერ ვაცნობიერებთ ბედისწერად გვევლინება ხოლმე.

ვინც იცის „რატომ“ - შეიძლება აიტანოს ნებისმიერი „როგორ“.

ერთი ბრძენი მილიონ მწიგნობარზე მეტია. მწიგნობარს, რომელსაც სულიერი გამოცდილება არ აქვს, მასზეა ნათქვამი: სულელს თავი ჭკვიანი ეგონაო.

სიბრძნე ვერავის გადაეცემა, ის თავად უნდა მოიპოვო. ჭეშმარიტად ბრძენი ხარ მაშინ, როცა ცხოვრებაში ბევრჯერ დაეცემი და არც ერთხელ არ დაგმობ ღმერთს.

ტკივილი ცოდნის სკოლაა და ვინც იტანს, ის ადრე თუ გვიან - სწავლობს. ასეთი მოსწავლე ჭეშმარიტად განათლების გზას ადგას.

ლაო-ძი ამბობდა ხოლმე: „ვინც საკუთარ თავს იცნობს გონიერია, ვინც თავის თავზე იმარჯვებს ძლიერი“ - რთულია არ დაეთანხმო.

თუ ადამიანმა არ იცის საით მიდის ყველა გზა მრუდია. სწორი გზა ოქროს შუალედია - ჭკუასა და ემოციას შორის“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ სამოქალაქო ქორწინება ჟენევაში მოაწყვეს - ფოტოები ცერემონიიდან

🎥 „დაელოდეთ ძალიან მაგარ ამბავს ჩემგან...“ - რა სიახლეებია ნინი შერმადინის ცხოვრებაში

⭕„ახალი წლის ღამეს ჩემი და დედაჩემის თვალწინ, მამა ინფარქტით გარდაიცვალა...“ - გიორგი თორაძე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე