
ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას მომდევნო ერთი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს. როგორც ცაგარელმა გადაცემაში „შუადღე“ აღნიშნა მიმდინარე პერიოდი საუკეთესოა ფინანსებისა და სიყვარულის სფეროში:
ვერძი
საუკეთესო პერიოდია ფულის საშოვნელად, გამოიჩინეთ მეტი კომუნიკაციის ინიციატივა. ურთიერთობები, სიყვარული, ყველაფერში წარმატება გელით. რაც შეიძლება მეტი მოძრაობა და საინტერესო ინფორმაციის მიღება გმართებთ. ფინანსურად გაიმართებით. სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება ამ კომუნიკაციების შედეგად გაიცნოთ.
კურო
ფინანსურად შესაძლებელია, გაუმჯობესდეს თქვენი ცხოვრება. თუ თქვენ მოღვაწეობთ საბანკო, სამშენებლო, პოეზიის სფეროში - მიიღებთ ფინანსურ სარგებელს. რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა გმართებთ ხელოვნებასთან. სწორედ აქ იპოვით საუკეთესო პარტნიორს.
ტყუპები
სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ყველაზე კარგი თვისებები გამოავლინოთ. სამყარო თქვენგან მეტ აქტიურობას ითხოვს. შესაძლოა, ფინანსური პრემიები მოვიდეს თქვენთან. მოგეთხოვებათ პრინციპულობა და სიმამაცე.
კირჩხიბი
არ დაგავიწყდეთ, რომ საინტერესო პერიოდი გაქვთ, რადგან გამარჯვების პლანეტა თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია. არ იხმაუროთ და თქვენი მიღწევების შესახებ სხვებთან არ ისაუბროთ. აქტიური მოქმედება გმართებთ. თვის ბოლომდე საუკეთესო დრო გაქვთ. თუ ხართ ჟურნალისტიკის ფართო სპექტრში და ხელოვნებაში, ბევრი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ.
ლომი
რეფორმების და ცვლილებების დროა. შეგიძლიათ შეიცვალოთ ვარცხნილობა და სტილი. მეტი ურთიერთობა კომპიუტერულ და ინტერნეტის სფეროებთან. ახალი საქმის დაწყება წარმატებას მოგიტანთ. გახდით პარტნიორულ ურთიერთობაში დემოკრატები. გამოიჩინეთ ცოტა არასტანდარტულობა.
ქალწული
საინტერესო პერიოდი გაქვთ კარიერული განვითარების კუთხით. ამან შეიძლება შემოიტანოს ახალი დივიდენდები, მატერიალური სარგებელი ან სულაც თანამდებობა. პარტნიორულ ურთიერთობებში იყავით მომთმენი. მეტი გაქვთ შანსი გაიცნოთ პარტნიორი, რომელიც თქვენი სიყვარულის სიმბოლო იქნება. ეს დრო ერთობლივ მოგზაურობასაც ითხოვს.
სასწორი
აიღეთ გეზი უცხოეთზე. გაქვთ შანსი სწორედ იქ იპოვოთ სასიყვარულო პარტნიორი. საზღვრებს გარეთ წარმატება გელოდებათ. მგზავრობა მოგზაურობა საინტერესოა პარტნიორული ურთიერთობების კუთხით. კარგი კვირა არის ფინანსური საკითხების მხრივ.
მორიელი
სიყვარულზე ხმა არ ამოიღოთ, ჩუმი სიყვარულის დროა. შესაძლოა, ინტიმური კონტაქტები ჩამოყალიბდეს. მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ და სახიფათოა ასეთი კონტაქტები უცხო ადამიანებთან. კარგი იქნება, დაოჯახებული მორიელები ინტუიციას დაეყრდნონ. ზედმეტი აგრესია არ გამოიჩინოთ. თუ თქვენ ხართ ჩართული ჟურნალისტიკაში, სამშენებლო ან ტურიზმის სფეროში, შემოგივათ მატერიალური დივიდენდები.
მშვილდოსანი
საინტერესო პერიოდია ქორწინების კუთხით. რომანტიკული ან შემოქმედებითი საქმის მხრივ. ნებისმიერი სფეროდან შეიძლება მოვიდეს წარმატება. პრობლემა არ გადაწყვიტოთ აგრესიით. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და დიპლომატიურობა. დაიცავით სამართლიანობა.
თხის რქა
შეიძლება თქვენთვის ეს პერიოდი საუკეთესო აღმოჩნდეს ფინანსური კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ხართ სამედიცინო სფეროში. პირად ურთიერთობებში ეცადეთ პრინციპულად იმოქმედოთ. იყავით მოწესრიგებულები, სუფთა და ეცადეთ საკუთარი თვის გალამაზებას დაუთმოთ დრო.
მერწყული
საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისა და რომანტიკული ურთიერთობების დამყარებისთვის. შეგიძლიათ ნამდვილი თეატრალური შოუ მოუწყოთ პარტნიორს. იყოთ გულგახსნილები და მოსიყვარულე. შეგიძლიათ ერთობლივად იმოქმედოთ. მოგზაურობისთვის საინტერესო დროა.
თევზები
საინტერესო პერიოდი გაქვთ სამშობლოში. ფინანსური პერიოდისათვის და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის კარგი დროა, თუმცა მხოლოდ სამშობლოში. საშუალება გაქვთ, აქ მიაღწიოთ წარმატებას. ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო პერიოდია. სიყვარულის ტალღა შემოვა თქვენში.
ასტროლოგი თქმით, მთავარი მოქმედი პირი არის ტყუპები, რაც შეცვლილს ზოდიაქოს ყველა ნიშნის დამოკიდებულებას სიყვარულისადმი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ცივი ზაფხული... რა ახდენს გავლენას ამინდის მკვეთრ ცვლილებაზე? - სპეციალისტის განმარტება
⭕„საოცრად გამოიყურები...“ - თაკო ჩხეიძე ბარსელონას ქუჩებში პოზირებს
🎥 რა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება კრაზანას ყვავილი? - სპეციალისტის რჩევები