
ასტროლოგი თამარ აქუბარდია „იუთუბის“ საკუთარ არხზე ხშირად გვიზიარებს ასტროლოგიურ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
ამჯერად იგი ახალ ინფორმაციულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პლანეტა სატურნის ვერძის ზოდიაქოში გადასვლაზე საუბრობს:
„სატურნი ვერძის ზოდიაქოში გადავიდა, მერე კიდევ გადმოვა და გადავა, ანუ ბოლომდე არ არის მათი ენერგია ჩართული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს უკვე ვხედავთ.
სატურნის თვისებაა მოთმინება, შინაგანი თავდაჭერილობა, ასჯერ გაზომეს პრინციპი, დიდხანს ფიქრი, ყველაფრის გათვლა, რეალობის დანახვა და ამაზე მორგება პრაქტიკის.
ვერძის ზოდიაქო კი სხვა ენერგიაა: იმპულსურობა, სიჩქარე, მე ვარ მართალი პრინციპი, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო მარტო და არავინ მჭირდება.
ამას აქვს მინუსები: ძალიან მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, ბევრის აღება საკუთარ თავზე - სატურნისთვის კი პირიქით უნდა მოერგო გარემოს, მოითმინო.
სატურნის დაბრუნება დაახლოებით 30 წელში ერთხელ ხდება, ამას ვეძახით სატურნის პერიოდს.
რა შეიძლება გავითვალისწინოთ?
ეპიცენტრში არიან ვერძები, არ არის მისთვის კარგი მდებარეობა. არ იქნება მათთვის მარტივი პერიოდი, თუმცა რა თქმა უნდა პირად რუკასაც აქვს მნიშვნელობა. მოსალოდნელია შეცდომები, კრიტიკა, გაჩერების შეგრძნება.
ვისაც მთვარე ჰყავს ვერძში - მათთვის უფრო მეტად რთული პერიოდია. ჩვენი ფსიქიკა ხდება მოწყვლადი, უჭირს გარემოს აღქმა, ტრავმები ბავშვობის წამოიწევს. ჩავარდებით სიტუაციაში - როგორ გადარჩეთ! უნდა განავითაროთ ენერგეტიკული დონე“, - ამბობს თამარ აქუბარდია.
ასევე დაგაინტერესებთ: