ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 ნოემბერი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღეა. მისი თქმით, დღის განმავლობაში ხშირად უნდა შევხედოთ საათს და როგორც კი 27 წუთს დავაფიქსირებთ, პატარა სურვილი უნდა ჩავიფიქროთ.
გარდა ამისა, თამო შავლიაშვილი გვირჩევს, რაიმე ნივთი 27 ცალი შევიძინოთ:
„ჩვენი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღე:
27 -ში, სურვილების ასრულების დღეს უნდა დაწეროთ ყველა სახის წერილი, განცხადება, შუამდგომლობა, განკარგულებები, ბრძანებები ზეციურ კანცელარიაში. ითხოვეთ რაც გსურთ! შეიძინეთ დღეს რამე 27 ცალი, ეს ნივთები ჯადოსნურებას შეიძენენ.
შეგიძლიათ შეარჩიოთ რამე რაც 27 ლარი ღირს (ან ნებისმიერი სხვა ფულის ერთეული).
დღის განმავლობაში ხშირად შეხედეთ საათს და როგორც კი დაინახავთ, რომ 27 წუთი დაფიქსირდა პატარა სურვილი ჩაიფიქრეთ.
ქუჩაში სახლების, მანქანების ნომრებს მიაქციეთ ყურადღება. ჯადოსნური ციფრი დაინახეთ? მაშინვე ჩაუთქვით სურვილი.
გაიხსენეთ დღეს ვისი დაბადების დღეა და აუცილებლად მიულოცეთ.
გაიხსენეთ ვინ ცხოვრობს 27 ნომერში, ესტუმრეთ ან დაურეკეთ!
სურვილების ასრულების დღეს თქვით:
„27 რიცხვიდან! იღბალი! ფული! წარმატება! საყვარელი ადამიანი! მანქანა! სახლი! (ნებისმიერი რამ, რაც გსურთ) მაქვს!“.
არცერთი სურვილი არ გვეძლევა მისი ასრულებისთვის საჭირო ძალის გარეშე. ეს ძალა არის აქ და ახლა, ის ჩვენშია!“, - წერს თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარიამ ელიაშვილის წინასაახალწლო განწყობა - მომღერალი აშშ-ს განათებულ ქუჩებში შვილთან ერთად სეირნობს