Digest Logo

🎥 „დააკვირდით რა მოხდება სექტემბრამდე და მოემზადეთ 2026 წლისთვის...“ - მიხეილ ცაგარელი სატურნის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე

1748004207
მიხეილ ცაგარელი

2025 წელი ასტროლოგიურად განსაკუთრებული იქნება და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუმცა, ასტროლოგებმა განსაკუთრებული ყურადღება ვერძზე გაამახვილეს, რადგან ამ ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, წელი განსაკუთრებით რთული გამოწვევებით დაუდგეს.

2025 წლის 24 მაისს სატურნი ვერძის ნიშანში გადაინაცვლებს. სატურნი ასტროლოგიაში დისციპლინის, მოთმინების და პასუხისმგებლობის სიმბოლოა. მას ხშირად მასწავლებელ პლანეტასაც უწოდებენ. სატურნის ტრანზიტი ვერძისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება, რადგან ვერძი ბუნებით თავისუფლებისმოყვარე, იმპულსური და ინიციატივების მოყვარული ნიშანია, ხოლო სატურნი თავშეკავებასა და თვითდისციპლინას ითხოვს.

რას უნდა ველოდოთ  სატურნის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით და რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ასტროლოგმა  მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:

„პლანეტა სატურნის მიმართ დამოკიდებულება არ არის ერთმნიშვნელოვანი, ზოგს ეშინია მისი, ზოგმა საერთოდ არ იცის ვინ არის და რა უნდა. ჩვენ მას დიდ კოსმოსურ მასწავლებელს ვუწოდებთ, მაგრამ სხვაგან შეიძლება წაიკითხოთ, როგორც ყველაზე დამსჯელი პლანეტა, რომელიც ადამიანს შეცდომებისთვის სერიოზულად სჯის, მაგრამ თან ასწავლის. 

სატურნი სამ წელიწადში ერთხელ იცვლის ზოდიაქოს ნიშანს, ახლა ტესტური პერიოდი გვაქვს. სატურნი საბოლოოდ გადავა 2026 წელს 3 წლით ვერძში, მაგრამ ნახეთ რას აკეთებს - ცოტა ხნით გადმოდის და გვტესტავს, აბა დააკვირდით რა მოხდება სექტემბრამდე?

ახლა უნდა დააკვირდე სიტუაციებს და მოემზადოთ 2026 წლისთვის იგივე შეცდომები აღარ დაუშვათ.

სატურნი არის კარიერა, ხელმძღვანელი პირი, რომელიც ხვდება ნეპტუნს, რაც არის რწმენა, რელიგია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გინდა გაიქცე, გამოფხიზლდე და თავს ვერ აღწევ, სიზმარშიც კი იცი, რომ შორენა აღარასდროს დაბრუნდება“ - რას წერს დაღუპული ორსულის მეუღლე

„ქვეყნის საამაყო ადამიანო“ - ლაშა ბექაური გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს

🎥 ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 29 მაისიდან რადიკალურად შეიცვლება