
ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც ორი ტყუპი გააჩინა, ხოლო პოსტსამშობიარო გართულების შემდგომ ისე დაიღუპა, შვილების ნახვაც ვერ მოასწრო.
გარდაცვლილის მეუღლემ გიგა ცხელიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:
„ვაი რომ ამ საშინელი სიზმრიდან ვერ გამოდიხარ, გინდა გაიქცე, გამოფხიზლდე და თავს ვერ აღწევ, ბორგავ, ოხრავ და სიზმარშიც კი იცი, რომ შორენა აღარასდროს დაბრუნდება. შევციცინებთ ამ ორ პატარა ანგელოზს და ტკივილს გულში ვიკლავთ, ეს ფერადი სამყარო, შავ-თეთრად გადაგვიქციეს“, - წერს გიგა ცხელიშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/gigacx/videos/1829613871101962
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქვეყნის საამაყო ადამიანო“ - ლაშა ბექაური გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს
🎥 ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 29 მაისიდან რადიკალურად შეიცვლება