14 ივლისს ცაზე ახალმთვარეობა დგება — ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ახალი ეტაპის დაწყებას, მიზნების ჩამოყალიბებასა და ძველი ენერგიის გათავისუფლებას უკავშირდება.
ასტროლოგების შეფასებით, ეს პერიოდი ხელს უწყობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, მომავლის გეგმების დასახვასა და იმ ცვლილებების დაწყებას, რომლებმაც შესაძლოა მომდევნო კვირებსა და თვეებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი გვიზიარებს:
„დღეს, თბილისის დროით 13:44 საათზე, ახალმთვარეობა ზუსტად შედგება კირჩხიბის 22°-ზე.
ამ ახალმთვარეობის დროს მზე და მთვარე რეტროგრადულ მერკურის უერთდებიან კირჩხიბში.
ამიტომ ახალი ციკლის დაწყებამდე მთავარი აქცენტი წარსულის გადახედვაზე, დაუმთავრებელი საკითხების დასრულებასა და შინაგანი სიცხადის მოპოვებაზე გადადის.
დაასრულეთ ის, რაც დასრულებას საჭიროებს, რათა ადგილი და სივრცე დაუთმოთ ახალს.
გისურვებთ მშვიდ და გააზრებულ დღეს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ურთიერთობებში სუფევს აბსოლუტური იდილია“ - 14 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი