Digest Logo

„გაიქეცი, ანგელოზი ბავშვი გაჭყლიტე!...ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი“ - რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი

1784017714
დედა--შვილი

წუხელ, 13 ივლისს გორში ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ანი ბერიანიძე ქალიშვილთან ერთად ზებრაზე გადადიოდა. ანი ბერიანიძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი სამი წლის ქალიშვილის გადარჩენა კლინიკაში ვერ მოხერხდა.

სოციალურ ქსელში დაღუპულების ახლობელი ემოციურ პოსტს წერს:

„დავიღუპე ხალხო ჩემი ანა აღარა მყავს ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის.

დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით შე არარაობა გადმოხტი და გაიქეცი რატომ არ მოიკალი თავი ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!

ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს დაგრჩა ნეტა ვინმე ლექსის გარეშე.

ვაიმე როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო
დაიღუპა პატიოსანი ოჯახი.

ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.

შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო. რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?“, - წერს ირმა ამბარდნიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ კვირის მთავარი ფავორიტები: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 13-19 ივლისის კვირაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

⭕„ურთიერთობებში სუფევს აბსოლუტური იდილია“ - 14 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„დღეს ფინანსური ახალმთვარეობაა, განეწყვეთ მხოლოდ კარგისთვის და გაიმეორეთ პოზიტიური აფირმაციები....“ - თაკო მელიქიშვილი 14 ივლისის ენერგიებზე