Digest Logo

„დაასუფთავეთ თქვენი სახლი, თქვენი კერა, შემოატარეთ სანთელი...“ - რა რეკომენდაციას გვიზიარებს ქეთი ოდიშელი 9 ივნისისთვის?

1749476499
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ამა თუ იმ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შემეცნებით ინფორმაციას.

ამჯერად იგი საინტერესო ინფორმაციას და რიტუალს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რომაული პანთეონის კერიისა და ცეცხლის ქალღმერთია.

იგი ოჯახის მფარველად ითვლებოდა, მის ტაძრებში მისი ქურუმები დარაჯობდნენ წმინდა ცეცხლს რათა ის არ ჩამქრალიყო.

9 ივნისს აღინიშნებოდა ვესტას დღესასწაული, დაოჯახებული რომაელი ქალი ამ დღეს აუცილებლად მიდიოდა ტაძარში, საკუთარ ოჯახში მომზადებული ძღვენით.

დღესასწაულის შემდეგ ტაძარს ხურავდნენ, წმენდდნენ საფუძვლიანად და შემდეგ ისევ აღებდნენ.

კერძო, საკუთარ სახლებში, ქალღმერთ ვესტას ეკუთვნოდა სახლის შესასვლელი, სწორედ აქედან მოდის სიტყვა - ვესტიბული.

p.s.ქალბატონებო, დაასუფთავეთ თქვენი სახლი, თქვენი კერა, შემოატარეთ სანთელი, დააწყვეთ სუფრაზე ტკბილეული და ხილი, საღამოს აღნიშნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ეს დღე“,- წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქვეყანას სჭირდება მკაფიო, ნათელი, თვალსაჩინო, არსებითი ორიენტირები...“ - რას წერს გია მურღულია?

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ