Digest Logo

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

1749470466
ასტროლოგია, ჰოროსკოპი, პლანეტები

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

9 ივნისი

განახლების, მზრუნველობისა და ტრანსფორმაციის დღეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს, რომ გადადგას ნაბიჯი ცვლილებებისკენ. საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისათვის, ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატვისათვის შესანიშნავი დღეა. ამიტომ, თუ დიდი ხანია, მეგობართან, ახლობელთან დაკავშირებას გეგმავთ, მაგრამ ვერ მოახერხეთ, ეს დღე გამოიყენეთ. კარგი დროა ახალი პროექტებისა და საქმეების დასაწყებად.

10 ივნისი

შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ პრობლემები გადაჭრათ და საბოლოოდ მოაგვაროთ ის, რაზედაც დიდი ხანია, ფიქრობთ. აქტიურობითა და თავდაჯერებულობის გამოვლენით იმაზე კარგ შედეგს მიიღებთ, ვიდრე ელოდებით.

11 ივნისი

ამ დღეს შესაძლოა, ფინანსური არასტაბილურობა იგრძნოთ და იმაზე მეტი თანხა დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით. ასტროლოგები მთავარი რჩევაა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. გაუფრთხილდით ფინანსურ რესურსს და თანხის დახარჯვის საჭიროება კარგად შეაფასეთ. 

12 ივნისი

აღნიშნულმა დღემ შესაძლოა, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები მოიტანოს. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კონფლიქტების რისკი იზრდება, ამიტომ ფრთხილად იყავით. ასევე, ყველაფერი, რაც მოძველებული და არასაჭიროა, საბოლოოდ დაკარგავს აზრს და მიხვდებით, რომ სიახლეების დროა.

13 ივნისი

ამ დღეს მოტივაციის შემცირებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით, ვერაფერს მიაღწიეთ... აღნიშნული დღე იქნება სიგნალი იმისა, რომ თქვენი სურვილები, მიზნები კიდევ ერთხელ შეაფასოთ, დაფიქრდეთ, რისი გაკეთება გინდათ რეალურად და შემდგომი ნაბიჯებიც დაგეგმოთ.

14 ივნისი

დღე იდეალურია კომუნიკაციისთვის, ცოდნის მიღებისა და უნარების გამრავალფეროვნებისთვის. მოუსმინეთ სხვების სიტყვებს, თქვენს აზრებს, ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი იდეა, შეთავაზება ან ინიციატივა გაჩნდეს, რაც შემდგომში განსაკუთრებით გამოგადგებათ.

15 ივნისი

ნუ იმოქმედებთ იმპულსურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ამ დღეს ბალანსი აუცილებლად დაიცვათ. ყველაფერი გადაჭარბებული აგრესიას გამოიწვევს. ნუ ჩაერთვებით კამათში და ნუ გააკეთებთ იმას, რისთვისაც მზად არ ხართ. შეეცადეთ, აღნიშნული დღე მშვიდად გაატაროთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დავემშვიდობე პროექტს „ხალხური“, რომელიც ჩემი უდიდესი წარმატების საწინდარი გახდა“ - შაბან მამედოვი ნახევარფინალიდან გამოეთიშა

🎥 „მივდივართ სახლში“ - ნანუკა გულუა კლინიკიდან გაწერეს

🎥 „საოცარი დუეტი მოვისმინეთ, მადლობა ამ ემოციისთვის!“ - როგორ ემზადებოდა ანრი ჯოხაძე თამარ გვერდწითელის კონცერტისთვის

წყარო: www.beaumonde.ge