Digest Logo

„ქვეყანას სჭირდება მკაფიო, ნათელი, თვალსაჩინო, არსებითი ორიენტირები...“ - რას წერს გია მურღულია?

9 ივნისი 13:28
გია მურღულია

ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველებზე და მათ ნიჭიერებაზე საუბრობს:

„არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ არის, მაგრამ ქართველი ძალიან ნიჭიერია - თუ მოახერხა და თავის ტალანტს პასუხისმგებლობით მოუარა, იშრომა, გაისარჯა, ყველაფერი რაციონალურად დაგეგმა და განახორციელა, მისი სწრაფვა გამარჯვებისა და წარმატებისკენ შეუჩერებელია.
ისტორიამ ეს არაერთხელ დაადასტურა.

ქართველები იმასაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ წარმატება გამაერთიანებელია - ერთის გამარჯვება სხვისთვის (თავისიანისთვის) კეთილ მაგალითად და მოტივაციად იქცევა ხოლმე.

ერთის განვითარება და წინსვლა მრავალთა შთაგონებაა.

მთავარი ამოცანაა, ასეთი წარმატებები იდეად აქციო, როგორც ერთი კაცის, ისე მთლიანად საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების მთავარ მიზნად დაისახო.

ქვეყანას სჭირდება მკაფიო, ნათელი, თვალსაჩინო, არსებითი ორიენტირები.
ქვეყანას სჭირდება გამაერთიანებელი ხედვა და მისი შესაბამისი გმირები.
ეს ძნელი მისახვედრი არ არის.

რასაც მიხვდები, იმის განხორციელებაა ძნელი - ეგოიზმი ადვილი დასაძლევი როდია.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მასთან (ეგოიზმზე აღმოცენებულ ცნობიერებასთან) ყველა მარცხდება, მაგრამ ეს ასე არ არის - რაციონალური და საერთო ნებაზე დაფუძნებული ენერგია არ და ვერ იზღუდება.

მხოლოდ იდეა ვერაფერს დაძლევს - აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის.
იდეა მის განმასახიერებელ ადამიანებთან ერთად - ეს არის გარდაუვალი წარმატების საფუძველი და წინაპირობა.
ასეთი ადამიანების დრო ყოველთვის არის.

მათზე დგას სოციალური სამყარო.
დილა მშვიდობის, ქართველებო - თქვენ შეგიძლიათ გამარჯვებულნი იყოთ და ისტორიისა თუ მომავლის წინაშე თქვენი ვალია, ეს გააკეთოთ“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

„დავემშვიდობე პროექტს „ხალხური“, რომელიც ჩემი უდიდესი წარმატების საწინდარი გახდა“ - შაბან მამედოვი ნახევარფინალიდან გამოეთიშა