7 მნიშვნელოვანი დღე ჩვენს დაბადების დღემდე:
დაბადების დღეს აღნიშნავთ თუ არა, ის მაინც დგება. ძალიან მნიშვნელოვანია 7 დღე დაბადების დღემდე და აი, რატომ.
ამ დღეებში ანუ ერთი კვირით ადრე სირთულეები, დაძაბულობები გვეწყება, ძალიან ბევრი ენერგიის ნაკლებობას განიცდის. ეს ერთი კვირა არის პერიოდი, როცა მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი უსიამოვნებების გამო ახლა მოგვეთხოვება პასუხი.
გადათვალეთ 7 დღე თქვენს დაბადების დღემდე. ბოლოდან პირველი არის მთვარის დღე. მას მთვარის თვისებები გააჩნია. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ნუ მოგერიდებათ სენტიმენტების გამოვლენა. უყურეთ ფილმებს, რომლებიც ძლიერ ემოციებს აღძრავენ თქვენში. შექმენით შინ ჰარმონიული განწყობა, მოამზადეთ რამე გემრიელი და გაუმასპინძლდეთ დედას. თუ ადრე გერიდებოდათ ახლობლებისთვის რაიმეს თხოვნა, დღეს შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ ახლობლებმა მეტი მზრუნველობა გამოავლინონ თქვენ მიმართ.
🎁 დაბადების დღემდე მეექვსე დღე მარსსა და პლუტონს შეესაბამება. იყავით მიზანსწრაფული, ზომიერად სპორტული, გაიწმინდეთ ორგანიზმი. ზოგიერთს მოეწონება მანქანის მართვა, სათევზაოდ ან სანადიროდ წასვლა. შეგიძლიათ დაიწყოთ რამეს კეთება (ხელსაქმე) იარაღებით. დაალაგოთ სახლი და გათავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისგან. იმ ადამიანებისგანაც, ვინც არ გჭირდებათ.
🥳 დაბადების დღემდე მეხუთე დღე მერკურს შეესაბამება. გაიცანით, დაუმეგობრდით ახალ ადამიანებს, გააფორმეთ ხელშეკრულებები, მოიძიეთ საჭირო ინფორმაციები, შეისწავლეთ ახალი. გაფრთხილდით, ამ დღეს არ გაეხვეთ აფერაში, საეჭვო საქმიანობაში.
🎁 დაბადების დღემდე მეოთხე დღე პლანეტა იუპიტერის ენერგიას შეესაბამება. ამ დღეს აანთეთ სანთელი და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველაფრისთვის (კარგიც და ცუდიც), რაც იყო თქვენს ცხოვრებაში. თუ საშუალება გაქვთ, ადამიანებს, ვინც მთელი წლის განმავლობაში კარგი გაგიკეთათ, პატარა საჩუქარი მოუმზადეთ. კარგია ქველმოქმედებაც: გაეცით ფული, ნივთები. დააკვირდით, ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს თქვენი მფარველი, გურუ; დააკვირდით მის რჩევებსაც.
🥳 🎂 🎁 დაბადების დღემდე მესამე დღე პლანეტა ვენერას შეესაბამება. მოიწესრიგეთ საკუთარი თავი, გაილამაზეთ. შეიძინეთ აქსესუარები, სამოსი. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ერთი სიტყვით, ლამაზი მოგონებებით დაიტვირთეთ თავი.
🥳 🎂 🎁 დაბადების დღემდე მეორე დღე სატურნს შეესაბამდება. კარგია ამ დღეს დიეტის დაცვა ან განტვირთვის მოწყობა. შეამცირეთ შეხვედრები, საქმეები. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. სატურნი შაბათის დღეს შეესაბამება და გაიხსენეთ ებრაელები, რომლებიც ამ დღეს ისვენებენ, ასკეტურად ატარებენ. გადახედეთ და გააანალიზეთ ჩავლილი წელი. ჩამოწერეთ სამომავლო საქმეები და გეგმები, რაც გსურთ, რომ მომდევნო წელს განახორციელოთ. ძველად სატურნს გამოსახავდნენ როგორც ცელიან არსებას, ჰოდა, დაუმტკიცეთ სიკვდილს, რომ ცხოვრებაში კიდევ უამრავი გეგმა გაქვთ შესასრულებელი და არც კი გამოიხედოს თქვენკენ. თუმცა, შეგიძლიათ აანთოთ სანთელი და მადლობა გადაუხადთ თქვენს წინაპრებს, რომლებიც ლოცულობენ ამქვეყნად თქვენს კეთილდღეობაზე. ამ დღეს შეგიძლიათ იტიროც კიდეც, გაიწმინდოთ (სულიერად და ფიზიკურად), რათა დაბადების დღეს უკვე სუფთა შეხვდეთ.
🥳 🎂 🎁 დაბადების დღე არის მზის დღე. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მეფე/დედოფალი. თქვენ უნდა იბრწყინოთ, გაინებივროთ თავი. გეკრძალებათ ტირილი, წუწუნი. არ მიიღოთ ალკოჰოლი. ამ დღეს არ დაესწროთ პანაშვიდს, დაკრძალვას, არ გახვიდეთ მშობლის საფლავზეც კი. იყავით ბედნიერი, იმით, რაც გაქვთ და საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ ხვალ ყველაფერი უკეთესად გექნებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა დიზაინი გააძლიერებს სიუხვის ნაკადს და ფრჩხილის რომელი ფორმა უნდა აირჩიოთ ოქტომბერში
⭕„გამორიცხეთ ლაშქრობა და მსგავსი აქტივობები...“ - 10 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით