სოციალურ ქსელში დარეგისტირებულ გვერდზე Lakshmi Birthstones ვკითხულობთ, რომ ჩვენი დაბადების რიცხვი მიუთითებს იმაზე, თუ რისი გაკეთება ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო ჩვენმა სულმა წინა ცხოვრებაში:
„⭐️ჩვენი დაბადების რიცხვი მიუთითებს იმაზე, თუ რისი გაკეთება ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო ჩვენმა სულმა წინა ცხოვრებაში.
🔮2, 9, 12, 27 რიცხვებში დაბადებულები: ✨ვერ დააღწიეს თავი შინაგან ან გარეგან მარტოობას. ეს ადამიანები ამჟამინდელ განსხეულებაში მიდრეკილნი არიან გაერიყონ სამყაროსა და ადამიანებს, ჩაიკეტონ საკუთარ თავში. თითქოს არ სჯერათ, რომ შეიძლება ვინმემ გაუგოს და მიიღოს ისეთებად, როგორებიც არიან.
🔮5, 8, 20, 23, 26 რიცხვებში დაბადებულები: ✨ვერ შეძლეს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში ან თავიანთ ოჯახში. ამჟამინდელ განსხეულებაში ისინი გაუცხოებულნი და მოწყვეტილნი არიან თავიანთ ფესვებს. შეიძლება წარმოიშვას ოჯახთან, ბავშვებთან ან საგვარეულოსთან დაკავშირებული პრობლემები. უნდათ სამართლიანობისა და ბალანსის აღდგენა, მაგრამ წინ რთულ წინააღმდეგობებს აწყდებიან.
🔮10, 13, 19, 28 რიცხვებში დაბადებულები: ✨ვერ იპოვეს თავიანთი საქმე ან ეშინოდათ ცვლილებების. ახლანდელ განსხეულებაში ეს ადამიანები შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, რა უნდათ სინამდვილეში ცხოვრებისგან. ეწებებიან ძველსა და უსარგებლოს, გაურბიან ცვლილებებს და ითმენენ იმას, რაც მათ გულს არ უხარია.
🔮3, 4, 6, 24, 30, 31 რიცხვებში დაბადებულები: ✨რთული ხასიათის გამო ვერ შეძლეს ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა. ამჟამინდელ განსხეულებაში ამ ადამიანებს ან აშინებთ ურთიერთობები, ან ცდილობენ ყველაფერი გააკონტროლონ. არსებობს სიახლოვის, ღალატისა და იმედგაცრუების შიში. არ შეუძლიათ მოდუნება. საკუთარ თავში დიდ დაძაბულობას თრგუნავენ.
🔮14, 15, 18, 22 რიცხვებში დაბადებულები: ✨ვერ შეძლეს შიშებთან ან დამოკიდებულებებთან გამკლავება. ამჟამინდელ განსხეულებაში შეიძლება ზღუდავდნენ საკუთარ თავს, გამუდმებით ეჭვიანობდნენ და იკეტებოდნენ გარშემომყოფებისგან. ასევე შესაძლებელია, რომ მათ გარემოცვაში იყოს ბევრი სუსტი და დამოკიდებული ადამიანი.
🔮1, 7, 11, 16, 25, 29 რიცხვებში დაბადებულები: ✨ვერ შეძლეს გამარჯვება და მიზნების მიღწევა. ამჟამინდელ განსხეულებაში შეიძლება პასიურობდნენ და არ ებრძოდნენ წინააღმდეგობებს, მალე ღიზიანდებოდნენ და ადვილად ნებდებოდნენ. ბრაზის დროს ახასიათებთ დესტრუქციული ქცევა.
🔮17, 21 რიცხვებში დაბადებულები: ✨ვერ შეძლეს ემიგრაცია ან საყვარელ ქალაქში გადასვლა. ვერ აისრულეს ოცნებები და ვერ გამოიყენეს თავიანთი ნიჭები. არსებულ განსხეულებაში ეშინიათ თავის გამოჩენისა და შესაძლებლობების წარმოჩენის. ეშინიათ სხვა ქვეყანაში გადასვლის, არადა სწორედ ემიგრაციის მეშვეობით ხსნიან თავიანთ პოტენციალს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მარადის სიხარული არის ერთ-ერთი ნიშანი ჩვენი ქრისტიანობისა...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება