„12 ამბავი - 12 გასაღები 2026 წლის დაბნელებების დერეფანში, ჩვენი 12 მდგომარეობა, 4 სტიქია, ჯვარი, ისტორიებად წასაკითხი, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა, ჩვენი თავგადასავლები, გრძნობები, ბევრი არაღიარებული, ბევრი აღიარებული“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე წერს და საზოგადოებას შემოქმედებითი ასტროლოგიიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
იხილეთ პოსტი თემაზე, როგორ გავუღიმო 12 გასაღებს:
„რუბრიკა შემოქმედებითი ასტროლოგია/როგორ გავუღიმო 12 გასაღებს
12 ამბავი - 12 გასაღები 2026 წლის დაბნელებების დერეფანში, ჩვენი 12 მდგომარეობა, 4 სტიქია, ჯვარი, ისტორიებად წასაკითხი, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა, ჩვენი თავგადასავლები, გრძნობები, ბევრი არაღიარებული, ბევრი აღიარებული.
ბედნიერი დაბნელება, აგვისტომდე გათენება
1. ამბავი ფესვებზე
დაბნელება გეკითხება: ვის სახლზე დგას შენი ცხოვრება?
თუ ფესვები არ გიცავს, კედლები მაინც დაინგრევა.
2. ამბავი ძალაუფლებაზე:
ის, რასაც ძალად ეძახდი, შესაძლოა შიში იყო.
ნამდვილი ძალა ჩნდება მაშინ, როცა კონტროლი აღარ გჭირდება.
3. ამბავი საგვარეულო დუმილზე:
რაც არ ითქვა წინაპრებში, ახლა ითხოვს ხმას....
დუმილი წყევლაა, სახელდება — განკურნება.
4. ამბავი სიყვარულზე, რომელიც არ ითხოვს მსხვერპლს:
დაბნელება წყვეტს კარმულ კონტრაქტებს:
სიყვარული აღარ უნდა გტკენდეს, რომ „ნამდვილი“ იყოს.
5. ამბავი შემოქმედებით:
ცეცხლზე რაც თამაშად მიგაჩნდა, შეიძლება შენი მისია იყოს...
ცეცხლი იქ ინთება, სადაც გულწრფელი ხარ.
6. ამბავი მეგობრებზე და წრეზე:
ყველა, ვინც შენ გვერდით დგას, აღარ მოდის მომავალში..
დაბნელება წმენდს წრეს — არა სასჯელად, არამედ სიზუსტისთვის.
7. ამბავი სიმართლის გამხელაზე:
სიმართლე აღარ დაიმალება ტაქტის სახელით.
რაც არ ითქვა, სხეულში იქცევა ტკივილად.
8. ამბავი დაკარგვის შიშზე:
შიში აღარ მართავს არჩევანს.
შენ პირველად ირჩევ არა უსაფრთხოებას — არამედ სინამდვილეს.
9. ამბავი სხეულზე:
სხეული გახდება მთავარი მინიშნება.
სადაც ის იკუმშება — იქ სიცრუეა.
10. ამბავი დანაკარგზე, რომელიც საჩუქარია:
რაც მიდის ამ დერეფანში, აღარ იყო შენთვის,
ნუ აღიქვამ დანაკარგად, აღიქვი გათავისუფლებად.
11. ამბავი ახალი იდენტობის შესახებ:
ძველი სახელი აღარ გყოფნის...
შენ იცვლი არა როლს — არამედ არქეტიპს...
12. ამბავი არჩევანზე:
დაბნელება არაფერს გაძალებს. ის უბრალოდ გაჩვენებს: ვინ ხარ, როცა სინათლე ქრება...“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: