
7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 სექტემბრამდე არსებული პერიოდი ადამიანებისათვის ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.
დაბნელებების დერეფანი განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და სიახლეები დავგეგმოთ. ეს პერიოდი აუცილებლად გამოკვეთს ყველაფერს, რაც მოძველებული და არა საჭიროა და თითოეულ ადამიანს აიძულებს, მოვლენები რეალისტურად აღიქვას და ბევრი რამ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
დაბნელების დერეფანი ენერგეტიკულად ყოველთვის განსაკუთრებით ძლიერი დროა - უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ, ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე საუბრობს:
„უკვე ვართ „დაბნელებების კორიდორში“ 7-დან 21 სექტემბრის ჩათვლით. რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორი პერიოდია, რისთვისაა კარგი და რისგან შევიკავოთ თავი, ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს.
დაბნელებები წელიწადში ორჯერ ხდება, უნიკალური მოვლენაა თავისი შინაარსით, გვეხმარება მოემზადოთ ცვლილებებისთვის. ესაა განულების, გაწმენდის, გასუფთავების პერიოდი!
რადგან დაბნელება ჰქვია, არ ნიშნავს ტრაგიკულად მივიღოთ, შეგვეშინდეს, ძალიან დადებითად შეიძლება ამ პერიოდის გამოყენება, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ რეკომენდაციები:
- უარი თვით კონფლიქტებზე (ფატალურად შეიძლება დასრულდეს). დაიბედეთ კარგი რაღაცები. გაიარეთ მშვიდად პერიოდი.
- ახალმთვარეობის დღეს გააკეთეთ მანიფესტაცია, ჩაიფიქრეთ სურვილი, რაშიც 100% ხართ დარწმუნებული რომ გინდათ!
დაბნელებების ნეგატიური მხარე:
საბედისწეროა თავისი არსით, რასაც ამ პერიოდში გააკეთებთ, გადაწყვეტთ, ვეღარ შეცვლით. სერიოზული ოპერაციები, ექიმთან კონსულტაცია, პროცედურები გადადეთ! შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია.
სერიოზული შენაძენი თუ არ არის, მაგალითად სახლის, წვრილმანები შეგიძლიათ შეიძინოთ.
დაოჯახება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ადამიანი გინდათ თქვენს ცხოვრებაში!
დაბნელებების პერიოდში დაოჯახება ნიშნავს, კარმულად, ენერგეტიკულად, ასტროლოგიურად იბამთ ამ ადამიანს და თქვენც ებმევით მას! შემდეგში რომც გაშორდეთ იურიდიულად, კარმულად და ენერგეტიკულად ვეღარ გაცილდებით, ამიტომ დაფიქრდით რამდენად ღირს“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“ - გიორგი ჩაკვეტაძის ბავშვობის ფოტოები
⭕როგორი იქნება 15-21 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის