
ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პროცესი ოფიციალურად მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე უმეტეს სასწავლო დაწესებულებებში დღეიდან იღებს სტარტს.
სპორტული გვერდი Geo Team მოსწავლეებს ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის ბავშვობის ფოტოებით ულოცავს:
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“, - წერს Geo Team.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია. 1999 წლის 29 აგვისტოს თბილისში დაიბადა, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი იქნება 15-21 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის
⭕„ფსორიაზი - გენეტიკური თუ შეძენილი დაავადება?“ - გიორგი ფხაკაძე მეცნიერების ბოლო მიგნებებზე