
იუმორი, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, ხელოვნება, პოზიტივი, ოპტიმიზმი - ეს ყველაფერი მიმდინარე კვირის დაძაბულობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წინ რთული კვირა გველოდება, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირა, რადგან მზის დაბნელება, ანუ მზის და მთვარის შეერთება გველოდება:
„კვირა მნიშვნელოვანი და დახუნძლულია. განსაკუთრებით კირჩხიბებს გმართებთ ყურადღება. შაბათ-კვირას ხდება მზის დაბნელება, დერეფანი დამთავრდება. მზის დაბნელება ნიშნავს მზის და მთვარის შეერთებას, ოღონდ მძიმე ფორმით. ახალმთვარეობაზე კი განსაკუთრებით რეაგირებენ კირჩხიბები, ზოგიერთ ადამიანს უბნელდება ტვინი, ხდება არაადეკვატური, თავად ვერ აგიხსნიან რატომ თქვა, რატომ გააკეთა. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ყველას.
იუმორი, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, ხელოვნება, პოზიტივი, ოპტიმიზმი გვჭირდება შაბათ-კვირას.
არავითარი ხელშეკრულებები, ახალ საქმე, გარჩევა. მაქსიმალური ყურადღება ჯანმრთელობაზე.
კონფლიქტების, დაძაბულობის, აგრესიულობის დღეებია.
კვირის პირველი ნახევარი უკეთესია, 18- სექტემბრამდე.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზს:
ვერძი - შესაძლებლობები იქნება, პრობლემები გადაწყდება, მაგრამ მეორე ნახევარში უნდა შეიკავო ემოციები. პარტნიორული დაძაბულობის ტენდენცია მოიმატებს. დაუთმეთ ყურადღება ჯანმრთელობას.
კურო - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. შვილები გაგახარებენ. რომანტიკული ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში იძაბება პარტნიორებთან კავშირი.
ტყუპები - პირველი ნახევარი გადასარევია, გაქვთ საუკეთესო იდეები, შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდი გაქვთ, მაგრამ მეორე ნახევარი დაიძაბება. ზედმეტი ხარჯი, დაძაბულობა მოიმატებს.
კირჩხიბი - პირველი ნახევარი კარგია, ყველაფერი გამოგივათ, ინტუიცია მდგრადი გექნებათ, მაგრამ მეორე ნახევარში უნდა გამოიჩინოთ ყურადღება ჯანმრთელობაზე, არ გადაიღალოთ. ხასიათის ცვალებადობა დაძაბავს ურთიერთობებს.
ლომი - პირველი ნახევარი გადასარევია, განწყობა უმჯობესდება, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში დაძაბულობა როგორც ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან მოიმატებს.
ქალწული - მთავარი ფავორიტი ხართ, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. კარგი ურთიერთობები გაქვთ კოლეგებთან, პარტნიორებთან, ხელმძღვანელებთან, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი შეიცვლება.
სასწორი - აი, ვისთვის არის ყველაზე რთული ეს პერიოდი. პირველი ნახევარი სხვათა შორის კარგია, საინტერესოა, გაიცნობთ ახალ ადამიანებს, შესაძლებლობები გექნებათ. თუმცა მეორე ნახევარში ფარული მტრები და ჭორები მოიმატებს, ენას კბილი დააჭირეთ და ისე იმოქმედეთ!
მორიელი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ქარიზმატული, ნებისყოფიანი ხართ! კვირის პირველ ნახევარში ყველაფერი გამოგივათ, თანამშრომლობა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალი იდეები, პერსპექტივები, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვლება.
მშვილდოსანი - მეორე ნახევარი პროვოკაციულია, პირველი ნახევარი კარგია, მიიღებთ საინტერესო წინადადებას, ახალი თანამდებობის პერსპექტივით. მეორე ნახევარში გახდებით ჯიუტი, არავის მოუსმენთ, რაც საპასუხო რეაქციებს და კონფლიქტებს გამოიწვევს.
თხის რქა - კვირის პირველი ნახევარი გადასარევია, ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, თუმცა მეორე ნახევარში მამა-შვილის კონფლიქტები, არასწორად ფულის დაბანდება იქნება.
მერწყული - პირველ ნახევარში მოსალოდნელია მატერიალური კეთილდღეობა, შესაძლებლობები გექნებათ, მაგრამ მეორე ნახევარში გეძაბებათ ურთიერთობა პარტნიორებთან, ხელმძღვანელ პირებთან.
თევზები - კვირის პირველი ნახევარი გაიარეთ აქტიურად, შარმი, მიზიდულობა მაღალი გაქვთ, ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია, მაგრამ მეორე ნახევარში ძველ შეცდომებს გაგახსენებენ, გახდებიან პრეტენზიულები თქვენს მიმართ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“ - გიორგი ჩაკვეტაძის ბავშვობის ფოტოები
⭕როგორი იქნება 15-21 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის