Digest Logo

როგორი იქნება 15-21 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

1757919231
შემოდგომაშემოდგომა

ყოველი ახალი დღე გვაძლევს შანსს, რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალოთ და დავიწყოთ იმის გაკეთება, რაც მთელი გულით გვსურს. საინტერესოა, რას უმზადებს 15-21 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს.

კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ვრცლად გაგიზიარებთ:

ვერძი

ეს კვირა თქვენი ცხოვრების სრულიად განსხვავებული რიტმით დაწყების წინაპირობა გახდება. თითქოს უკან ტოვებთ მოგონებების, რომანების და იმ ადამიანების მძიმე ჩემოდანს, რომლებთანაც დამშვიდობება აუცილებელი იყო. თავისუფლებას შეიგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, სიახლეები დაგეგმოთ, საკუთარი შესაძლებლობები ახლებურად შეაფასოთ და დაიწყოთ იმ საქმეებისა და პროექტების განხორციელება, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ახლა გაქვთ შანსი, წარსულის ნეგატიურ გამოცდილებას საბოლოოდ დაემშვიდობოთ და სხვადასხვა სფეროში სიახლეები დაგეგმოთ.

კურო

ახლა იმ ეტაპზე ხართ, როცა ყველაფერი მოძველებული და არასაჭირო იმაზე მეტად გამძიმებთ, ვიდრე აქამდე. ნივთებიდან დაწყებული, ზოგიერთ ნაცნობთან კომუნიკაციით დამთავრებული - საბოლოოდ გააანალიზებთ, რომ არის რაღაცები, რასაც თქვენთვის უკვე დიდი ხანია, ბედნიერება, სიხარული აღარ მოაქვს და ცვლილებები აუცილებელია. შესაძლოა, კარადა მოაწესრიგოთ და გადაალაგოთ ის ნივთები, რომლებიც აღარ მოგწონთ. ასევე, შეიძლება, სოციალურ წრეს გადახედოთ, ურთიერთობები გულწრფელად შეაფასოთ და მიხვდეთ, ვისთან აღარ ღირს კომუნიკაციის გაგრძელება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი ჩვეული ჰობი ან თუნდაც სამსახური აღარ მოგეჩვენებათ მნიშვნელოვნად - ცხოვრება სიახლეებისკენ გიბიძგებთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გელოდებათ.

ტყუპები
 
ამ კვირაში შესაძლოა, საკუთარ თავთან მოულოდნელი შეკითხვები გაგიჩნდეთ: როგორ უნდა შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა, თუ ირგვლივ ბევრი ადამიანი თქვენგან რაღაცებს ისე ელის, როგორც თავად თვლის საჭიროდ. აღიარებას, პატივისცემას, ზოგჯერ კი აპლოდისმენტებსაც კი იღებთ, მაგრამ აანალიზებთ იმასაც, რომ არ გსურთ, სხვების მოლოდინების დაკმაყოფილებით იცხოვროთ. ეს კვირა თქვენთვის შინაგანი ტრანსფორმაციისა და რაღაცების გადაფასების ეტაპი იქნება. პირადი საზღვრების იმაზე მკაცრად ჩამოყალიბებას დაიწყებთ, ვიდრე აქამდე. ეს კი მოგცემთ შესაძლებლობას, განახორციელოთ ის პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ ხალხის რეაქცია გაშინებთ.

კირჩხიბი

ეს კვირა თქვენს მიღწევებს გამოკვეთს, თქვენი შრომისა და მონდომების შედეგს სრულად დაინახავთ და საკუთარი თავით იამაყებთ. თუმცა, ამავდროულად, პასუხისმგებლობა იზრდება: ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული და ეს გარკვეულ ზეწოლას ახდენს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ იფიქროთ იმაზე, რაც არ გამოგივიდათ. მნიშვნელოვანია, წარმატება მოტივაციად გადააქციოთ და წინსვლა განაგრძოთ. შეეცადეთ ეს მომენტი გამოიყენოთ იმისათვის, რომ საკუთარი თავი და შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ და დამსახურებული აღიარებაც მიიღოთ.

ლომი

მომდევნო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვების ეტაპი გექნებათ და ეს ეტაპი სწორედ მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ნებისმიერი რამ, რასაც ახლა ისწავლით, აღმოაჩენთ, განვითარებას შეძლებთ, სამომავლოდ იმაზე დიდ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე ახლა ფიქრობთ. დაიწყებთ ახალი საქმეების შესწავლა, მოსინჯეთ თქვენი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, გადით კომფორტის ზონიდან და განსხვავებული რაღაცები სცადეთ. ყოველი ახალი ცოდნა და გამოცდილება პიროვნულ და კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ.

ქალწული

მიმდინარე კვირა შინაგან ტრანსფორმაციაში დაგეხმარებათ. ეს არის ეტაპი, როცა გააანალიზებთ, რომ ზოგიერთი გამოწვევის წინაშე სრულიად მარტო ხართ და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დამოუკიდებლად უნდა განაგრძოთ სიარული. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ წარსულის შეცდომები, ხარვეზები გაიხსენოთ, მნიშვნელოვან გამოცდილებად გადააქციოთ და ახალი ეტაპები ბევრად გაცნობიერებულად დაგეგმოთ. მთავარია, ცვლილებების არ შეგეშინდეთ. მიმდინარე კვირა გაჩვენებთ ახალ შესაძლებლობებს, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში, წინ ძალიან წარმატებული ეტაპები გელით.სასწორი

წინა კვირის ტენდენცია ახლაც გაგრძელდება. ახლა ხართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა სფეროში, იქნება ეს საქმიანი თუ პირადი, არსებულ ხარვეზებს, სირთულეებს სრულად აანალიზებთ და მოვლენებს რეალისტურად აფასებთ. ზედაპირზე ამოვა ყველაფერი, რაც ბედნიერებასა და წარმატებაში ხელს გიშლით და შესაძლოა, ქაოსის შეგრძნებაც გქონდეთ. ნუ ინერვიულებთ, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ, რას უნდა დაემშვიდობოთ და რისი განვითარება უნდა განაგრძოთ. რეალური სურვილების აღმოჩენების პერიოდი იწყება, ეს კი, თავის მხრივ, სიახლეებისკენ გიბიძგებთ.

მორიელი

ამ კვირის მოვლენები შეგახსენებთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და სამსახური ის საფუძველია, რომლის გარეშეც მომავლის გეგმების შედგენა რთულია. შეიძლება, იგრძნოთ, რომ სამუშაო დატვირთვა იზრდება და ახალი უნარებისა და ჩვევების გამომუშავების დროა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირა თქვენთვის ერთგვარ გამოცდად გადაიქცევა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად მზად ხართ, ახალ დატვირთვასა და ეტაპებს გაუძლოთ. რადგან, წინ ძალიან საინტერესო პერიოდი გელოდებათ. მოგიწევთ, კიდევ ერთხელ საკუთარი თავი გააძლიეროთ, დისციპლინა არ დაგავიწყდეთ და თვითგანვითარებაზე იზრუნოთ. ახლა საფუძველს უყრით იმ საქმეებს, რომლებიც სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მიმდინარე კვირაში ძალიან დიდ ძალას, ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, საოცნებო, თუნდაც ყველაზე ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყოთ და წარმატებას მიაღწიოთ. გექნებათ განცდა, რომ ახლა ნებისმიერი დავალების შესრულება შეგიძლიათ. გარდა ამისა, რეალური სურვილების გაცნობიერების დროა. შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო, თქვენს ზოგიერთ სურვილსა და ოცნებას თრგუნავდით. ახლა გაქვთ ეტაპი, რომ საკუთარ თავს გულწრფელი შეკითხვები დაუსვათ, შესაბამისი პასუხები მიიღოთ და ცვლილებებზე იფიქროთ.

თხის რქა

თხის რქებს კვირის დასაწყისში პროფესიულ სფეროში გარკვეული უთანხმოება ელით. თავდაჯერებულობის ნაკლებობამ და საკუთარი ძლიერი მხარეების არაღიარებამ შესაძლოა, სხვების თვალში მარტივ კონკურენტად წარმოგაჩინოთ. კვირის ბოლოს ინტერესთა კონფლიქტი გაქრება, თქვენი ემოციები დასტაბილურდება და მოტივაციასაც იგრძნობთ. ასევე, გაგიჩნდებათ მრავალი კრეატიული და არასტანდარტული იდეა, მიხვდებით, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. ეს კი წარმატების მიღწევასა და საკუთარი შესაძლებლობების აღიარებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ეს კვირა პროფესიასა და პირად ცხოვრებაში ბალანსის აუცილებლობაზე დაგაფიქრებთ.

მერწყული

მერწყულებს მიმდინარე კვირა შესაძლებლობას მისცემს, რომ რთული და დამაბნეველი სიტუაციიდან გამოვიდნენ. სიმშვიდე და თვითკონტროლი დაგეხმარებათ, რომ ნეგატიურ ემოციებს გვერდი აუაროთ და შემართებით განაგრძოთ წინსვლა. ასევე, ამავე კვირაში შესაძლოა, სამსახურის თვალსაზრისით, ახალი და საკმაოდ პერსპექტიული შეთავაზება მიიღოთ და ფინანსური მხარეც გაიუმჯობესოთ. ზოგიერთი მერწყული საცხოვრებელი ადგილის შეცვლასაც გადაწყვეტს და ურთიერთობების თვალსაზრისით, რადიკალურ გადაწყვეტილებასაც მიიღებს. მოემზადეთ, ეს კვირა ბევრ ცვლილებასა და სიახლეს გიმზადებთ.

თევზები

მიმდინარე კვირაში შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურად მოგეჩვენოთ. შეიძლება, ხარჯების გადახედვა ან გარკვეულ ვალდებულებებზე უარის თქმა მოგიწიოთ. ეს კი პრიორიტეტების ცვლილებებზე დაგაფიქრებთ. მოგიწევთ, საბოლოოდ გააანალიზოთ, რა არის თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი და რაზე უნდა თქვათ უარი. რაც უფრო ნათლად შეაფასებთ არსებულ სიტუაციას, ახალი სტრატეგიის შემუშავება მით უფრო ადვილი იქნება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დიდი ქალაქის პულსაცია ნამდვილ გამოცდად იქცევა მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს“ - ნატა გაგუა 5 არჩევანს გვიზიარებს, რაც საცობისთვის გამოგადგებათ

„ფსორიაზი - გენეტიკური თუ შეძენილი დაავადება?“ - გიორგი ფხაკაძე მეცნიერების ბოლო მიგნებებზე

„არ არსებობს სიტყვები და ემოცია, რომლითაც ავხსნი ამ სიგიჟე სიყვარულს“ - სალომე შარვაძის მილოცვა იუბილარ ქმარს 

წყარო: www.beaumonde.ge