დაბნელებების სეზონი წლის განმავლობაში ორჯერ გვაქვს, დაახლოებით 6 თვის შუალედით.
თითოეული სეზონი აერთიანებს ორ, ან უფრო მეტ მზის და მთვარის დაბნელებას. დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც სამხრეთ ან ჩრდილოეთ კვანძის სიახლოვეს ემთხვევა ახალმთვარეობა (მზის დაბნელება) და სავსემთვარეობა (მთვარის დაბნელება) და განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ჩვენთვის, როდესაც რუკაში მნიშვნელოვან წერტილს ააქტიურებს, იქნება ეს პლანეტა თუ კუთხის სახლის კუსპიდი.
ეს მოვლენა კიდევ უფრო გავლენიანი და საბედისწეროა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად დაბნელების დროს არიან დაიბადებული. დაკვირვების მიხედვით, ჩრდილოეთ კვანძზე მომხდარი დაბნელენა უფრო მეტად სასიკეთო ცვლილებებთან არის დაკავშირებული, მაშინ როდესაც სამხრეთ კვანძზე - ის ხშირად დანაკარგს ან დასასრულს უკავშირდება ჩვენს ცხოვრებაში.
საროსის სერია უძველესი დროიდან, მესოპოტამიელი ასტრონომების დაკვირვებებს ეფუძნებოდა და ჩვენამდეც მოაღწია. ის დაბნელებებს სერიებად ან ოჯახებად ყოფს, სადაც თითოეულ სერიას თავისი თემა და ხასიათი აქვს. სერიის ფარგლებში დაბნელება ყოველ 18 წელში, 11 დღეში და 8 საათში ერთხელ მეორდება და მსგავს ხასიათს ატარებს.
დაბნელების გავლენა რამდენიმე კვირით, ან თვით ადრე შეიძლება დაიწყოს და მინიმუმ შემდეგი 6 თვე გაგრძელდეს. ის ქმნის ფონს, ან იწყებს მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც შემდგომ დროში ვითარდება. მზის დაბნელება ახლის დაწყებას უკავშირდება, აჩენს მოულოდნელ შესაძლებლობებს, გვთავაზობს მიმართულების უცაბედ ცვლილებას. მთვარის დაბნელება ხშირად ემოციურ გათავისუფლებასთან, გაცნობიერებასთან არის კავშირში, რასაც შემდეგ ქმედება მოჰყვება. ამ დროს მომხდარი მოვლენები საბედისწერო ხასიათისაა.
იმის მიხედვით, თუ რომელ სახლში ხვდება ჩვენთან დაბნელება, რა პლანეტას, ასპექტს თუ კონფიგურაციას ააქტიურებს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ დაახლოებით რა სფეროსთან შეიძლება იყოს ის კავშირში; საროსის სერიებით შეგვიძლია მის ხასიათზეც ვიმსჯელოთ. თუმცა დაბნელებების განუჭვრეტელი შედეგებიდან გამომდინარე, კონკრეტული მოვლენის პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კომუნიკაციის პლანეტა მერკური ოფიციალურად შევიდა ცეცხლოვან ლომში - რას მოიტანს ტრანზიტი?
⭕„უღმერთოა და მიყვარს, ამაში უნდა გამოვლინდეს რწმენა...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება