Digest Logo

„დადებითი ემოციები გელის...“ - 30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1793306499
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

 30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

♈️ ვერძი: დილით ყურადღება სახლსა და ოჯახურ საქმეებს დაუთმე. საღამოს, როცა მთვარე ცეცხლის მონათესავე ნიშანში გადავა, ენერგიის, რომანტიკისა და შემოქმედებითი მუხტის მოზღვავებას იგრძნობ!

♉️ კურო: დღის პირველი ნახევარი სასარგებლო ნაცნობობებისა და მგზავრობისთვის ხელსაყრელია. საღამო კი სიმყუდროვესა და ახლობლებთან მშვიდ დასვენებას დაუთმე.

♊️ ტყუპები: დილით ფინანსურ საკითხებსა და საყიდლებს მიხედე. საღამოს ბევრი საუბარი, ზარი, შეხვედრა და სასიამოვნო ამბავი გელის.

♋️ კირჩხიბი: დილით მთვარე ჯერ კიდევ შენს ნიშანშია - ენდე ინტუიციას და დრო საკუთარ თავს დაუთმე. საღამოს კი ბიუჯეტს გაუფრთხილდი და პრიორიტეტები სწორად განსაზღვრე.

♌️ ლომი: დილით შეანელე ტემპი და ცოტა ხნით სიჩუმეში განმარტოვდი. დღის მეორე ნახევარში მთვარე შენს ნიშანში გადმოდის - ბრუნდება შენი თავდაჯერება, ქარიზმა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი!

♍️ ქალწული: დილით გუნდური მუშაობისა და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის კარგი დროა. საღამო განმარტოებას, გონების დასვენებასა და უქმეებისთვის მომზადებას დაუთმე.

♎️ სასწორი: პროფესიული საკითხები დღის პირველ ნახევარში უფრო მარტივად მოგვარდება. საღამოს კი მოდუნება, მეგობრებთან შეხვედრა და დადებითი ემოციები გელის.

♏️ მორიელი: დილით წარმატება სწავლის, მგზავრობისა და ახალი ცოდნის მიღებისას გწყალობს. საღამოს ყურადღება კარიერულ მიზნებსა და ამბიციურ გეგმებზე გადაიტანე.

♐️ მშვილდოსანი: დილით საერთო რესურსებსა და ვალდებულებებს მიხედე. საღამოს შენს ცეცხლოვან ენერგიას დაიბრუნებ - შთაგონება, რომანტიკა და თავგადასავლების სურვილი გელის!

♑️ თხის რქა: დღის პირველ ნახევარში პარტნიორული ურთიერთობები გააქტიურდება. საღამოს ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინე და უქმეების ბიუჯეტი დაგეგმე.

♒️ მერწყული: დილით ყოველდღიურ საქმეებსა და ჯანმრთელობას მიხედე. საღამოს ყურადღება პირად და საქმიან კავშირებზე გადავა - საინტერესო ადამიანები და შთამბეჭდავი საუბრები გელის.

♓️ თევზები: დილა შემოქმედებით განწყობასა და რომანტიკულ ემოციებს მოგიტანს. საღამოს კი ყოველდღიურ საქმეებსა და წესრიგის დამყარებას მიაქციე ყურადღება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 113 წელი სიცოცხლე და სასწაულები მცხეთაში: ვინ იყო სქემმონოზონი აბრაამი, რომლის საფლავიც სამთავროს მონასტრის ეზოშია - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

⭕ რეტრო-პლანეტები, ახალმთვარეობა და მოულოდნელი ცვლილებები - რა გველის 2026 წლის ნოემბერში: თამარ ხოსროშვილის პროგნოზი

⭕რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვი შუადღის ძილზე უარს ამბობს? - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს

✕