11 აგვისტო | დღე, როცა კამათს სჯობს თავი ავარიდოთ.
დღის ენერგიებია 2 • 2 • 4. წინ ემოციურად დატვირთული პერიოდი გველოდება, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები გაბრაზებულმა ან ემოციების ფონზე არ მიიღოთ.
თუ გაღიზიანებული ხართ, ტირილი გინდათ ან ყველაფრის მიტოვების სურვილი გაქვთ მიიღეთ შხაპი. დადექით წყლის ქვეშ დაახლოებით 15 წუთით და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ დაძაბულობა, წყენა და ნეგატიური ემოციები. შეგიძლიათ მარილიც გამოიყენოთ და გულში თქვათ: „ვუშვებ ყველაფერს, რაც აღარ მჭირდება.“
დღეს ურთიერთობების გარკვევას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას მოერიდეთ. შეიძლება კამათის ან ჯიბრით რაღაცის გაკეთების სურვილიც გაჩნდეს არ აჰყვეთ. აირჩიეთ სიმშვიდე, სითბო და მეტი სინაზე.
თუ საყვარელი ადამიანი გვერდით არ გყავთ, დრო საკუთარ თავს დაუთმეთ მასაჟი, SPA, აბაზანა ან უბრალოდ მშვიდი დასვენება ძალიან კარგი არჩევანია.
ყურადღება დაუთმეთ დედასაც დაურეკეთ, მოიკითხეთ, ერთად გაატარეთ დრო ან პატარა საჩუქრით გაახარეთ. დღეს კარგი დღეა ურთიერთობებში სითბოს დასაბრუნებლად.
გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ნუ აჰყვებით უმნიშვნელო კამათს და დღეს სიმშვიდე აირჩიეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ ბერდება სახე წონის კლებისას? - კოტე თოდუა „ოზემპიკის“ გვერდით მოვლენებზე