Digest Logo

„დაფასებული იქნება ის, ვინც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ პირად „მე-ზე“ - გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

1785068288
გიორგი ლობჯანიძე

„სამყაროში კოსმოსური ამოცანები იცვლება! დედამიწა მნიშვნელოვან ზონაში შედის მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 2028 წლის მარტამდე, ხოლო თუ რა სახის ტენდენციებია წინა ხაზზე მოსალოდნელი ამას დღევანდელ პოსტში გიამბობთ“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გვიზიარებს.

„სამყაროში კოსმოსური ამოცანები იცვლება! დედამიწა მნიშვნელოვან ზონაში შედის მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 2028 წლის მარტამდე, ხოლო თუ რა სახის ტენდენციებია წინა ხაზზე მოსალოდნელი ამას დღევანდელ პოსტში გიამბობთ:

ცის კაბადონზე მთვარის კვანძები იცვლიან ნიშანს და თევზები-ქალწულის ღერძიდან, მერწყული-ლომის ღერძზე გადაბრძანდებიან, რაც შეცვლის გარკვეულ შესასრულებელ ამოცანებს და მიმართულებებს.

ასტრონომიულად მთვარის კვანძები არ არან ფიზიკური ციური სხეულები. ისინი უფრო წარმოსახვითი წერტილები არიან, სადაც მთვარის ორბიტა კვეთს დედამიწის ორბიტის სიბრტყეს.

სწორედ ამ კვანძებთან ახლოს ხდება ხოლმე მზისა და მთვარის დაბნელებები, რაც დაუფარავად დიდი მნიშვნელობისაა სამყაროსთვის.

ასტროლოგიურად კვანძები განიხილება, როგორც პიროვნული განვითარების ღერძი.

ჩრდილოეთის აღმავალი კვანძი აღნიშნავს ცხოვრებისეულ მიმართულებას, ახალ გამოცდილებას და იმას, რასაც ადამიანი უნდა სწავლობდეს, მომავლისკენ სწრაფვას.

სახმრეთის კვანძი აღნიშნავს თუ რა ნიჭები აქვს უკვე თანდაყოლილი ადამიანს, ეს კომფორტის ზონაა და საყრდენი სისტემა, რასთანაც ადაპტირებულია იგი.

ვედურ ასტროლოგიაში ისინი ცნობილია, როგორც (რაჰუ) ჩრდილოეთის კვანძი და კეტუ (სამხრეთის კვანძი), ხოლო აქ მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, როგორც მატერიალურ ისე სულიერ ხაზში.

აღმავალი კვანძის მერწყულში მოძრაობისას:

მერწყული - ჰაერის სტიქიაა, ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი. ამ ტრანზიტზე წინა ხაზზე წამოვა კოლექტიური პროცესები, საზოგადოება და მისი როლი ერთიან პროცესში, ინოვაციები, ტექნოლოგიური გამომგონებლობითი მიღწევები. სიახლეები შეეხება სოციალურ ქსელებს, პლატფორმებს, თანამშრომლობის საკითხებს, შრომის კოდექსს, მომავლის ხედვებს და ა.შ.

დაღმავალი კვნაძი ლომში:

ლომი - სტიქია ცეცხლი, ასევე ფიქსირებული ფენის ნიშანი. მის თემებშია ლიდერობა, ხელმძღვანელობა, მართვისა და დაპროექტების უნარი, ეგო, ამპარტავნება, განდიდება, შინაგანი მოუსვენრობა სტატუსისადმი.

თქვენ ნახავთ მომდევნო დაახლოებით 2 წლის მანძილზე ძალთა გადანაწილებას. ეს შეეხება არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე ადამიანებს, არამედ, მსოფლიო სახელმწიფოებრივ ნიადაგამდე დავა პროცესი.

ზუსტად ამ ტრანზიტზე გახდება ხელოვნური ინეტექლტის მკვეთრი განახლება, ონლაინ საზოგადოებების გაძლიერება, ახალი სოციალური მოძრაობების ჩამოყალიბება, მეტი კონცენტრაცია კოლექტიურ პროცესებზე.

წარმატებული და დაფასებული იქნება ის, ვინც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ პირად „მე-ზე“, აუცილებელია ობიექტურობის შენარჩუნება და საკუთარი ნიჭის პროდუქტიული გამოყენება.

უახლოესი წარსულიდან კვანძები მერწყული-ლომის ღერძზე იმყოფებოდნენ 1989-1991 და 2007-2009 წლებში. ეს ის წლებია, როცა დაიშალა კომუნისტური საბჭოთა კავშირი და თვითონ მსოფლიო დადგა ხელახალი გადანაწილების და ახალი სისტემების წინაშე, ხოლო შემდგომ უკვე 2007-2009 წლები ის პერიოდია, როცა გამოვიდა პირველი აიფონი, მაგ წლებში მოხდა მსოფლიოს ფინანსური კრიზისიც, ასევე სწრაფად განვითარდა სოციალური ქსელები, მაგალითად ფეისბუკი და ა.შ. ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა მომავლის სენსორულ სამყაროს.

ერთი სიტყვით, წინ დიდი ამბები გველოდება, არ მოვიწყენთ!

თქვენც გადახედეთ წარსულ წლებში რა მოვლენების წინაშე იდექით მაშინ.

გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა

⭕ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

⭕ ნუ გადაყრით ფულს ძვირიან ლოსიონებში! რატომ არის 2 ცალი კივი ტანის კრემზე ათჯერ ეფექტური?