Digest Logo

🎥 „ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა

1785057660
„ძალაუფლების ბეჭდების“

​Prime Video-მ სერიალის „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები“ მესამე სეზონის თიზერი გამოუშვა. შოუს პრემიერა 11 ნოემბერს შედგება. ვიდეოს მიხედვით, ახალ სეზონში ნაჩვენები იქნება თუ როგორ გამოჭედა საურონმა ძალაუფლების ბეჭედი.

სამსახიობო ანსამბლს შეუერთდა ჯეიმი კემპბელ ბაური, რომელიც ელფ კელერბონს განასახიერებს, საიმონ პეგი კი დემონ ბალროგს გაახმოვანებს.

სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

⭕ ნუ გადაყრით ფულს ძვირიან ლოსიონებში! რატომ არის 2 ცალი კივი ტანის კრემზე ათჯერ ეფექტური?

⭕ „რაც მეტი წესრიგია, მით უფრო მარტივად მოვა სასურველი შედეგი“ - 26 ივლისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან