„ენერგეტიკული პრაქტიკა“ ეზოტერიკაში წარმოადგენს შინაგანი ენერგიის ცნობიერ მენეჯმენტს, რომლის მიზანია სულიერი ჰარმონიისა და ბალანსის მიღწევა. ეს პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცაა მედიტაცია, ჩაკრებზე მუშაობა და ენერგეტიკული გაწმენდა, რომ დაიბლოკოს უარყოფითი ენერგია და გააქტიურდეს პოზიტიური ნაკადები.
აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი მარის კრიმუარი წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„ენერგეტიკული პრაქტიკები დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ჩაკრების ფუნქციონირება, აურის სისუფთავე და ემოციური ჰარმონია ყოველდღიურობაში, სტრესის და დატვირთვის დროსაც კი. ისინი არ საჭიროებს საათობით მედიტაციას. მნიშვნელოვანია ინტერესი, ფოკუსი და რეგულარულობა.
ფუძისეული ჩაკრის გაძლიერება
• პრაქტიკა: ფეხშიშველი სიარული ბუნებაში, მიწასთან კავშირის დამყარება ვიზუალიზაციით.
• ეფექტი: უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა, შიშის შემცირება.
საკრალური ჩაკრის გაძლიერება
• პრაქტიკა: ცეკვა, ხელოვნებით დაკავება, წყალთან შეხება (აბაზანა, მდინარე, ზღვა).
• ეფექტი: ემოციების გამოთავისუფლება, შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერება.
მზის წნულის ჩაკრის გაძლიერება
• პრაქტიკა: მუცლით სუნთქვა, მსუბუქი ვარჯიშები, ენერგეტიკული ვიზუალიზაციები.
• ეფექტი: თვითგამორკვევა, პირადი ძალის აღდგენა, ენერგიის ზრდა.
გულის ჩაკრის გაძლიერება
• პრაქტიკა: გულზე ხელების დადება, ჩახუტება საკუთარ თავთან, მადლიერების პრაქტიკები.
• ეფექტი: ემოციური ჰარმონია, სიყვარულის და თანაგრძნობის ზრდა.
ყელის ჩაკრის გაძლიერება
• პრაქტიკა: სიმღერა, მანტრების წარმოთქმა, გულწრფელი საუბარი.
• ეფექტი: კომუნიკაციის გაუმჯობესება, შინაგანი ხმის გამოთავისუფლება.
მესამე თვალის ჩაკრის გაძლიერება
• პრაქტიკა: მედიტაცია, სიზმრების დღიური, ვიზუალიზაციები.
• ეფექტი: ინტუიციის გაძლიერება, ნერვული სისტემის რეგულაცია.
გვირგვინის ჩაკრის გაძლიერება
• პრაქტიკა: მედიტაცია, ლოცვა, ბუნებაში დროის გატარება.
• ეფექტი: სულიერი კავშირი, შინაგანი სიმშვიდე, ენერგიის გაძლიერება.
ყოველდღიური რუტინის მაგალითი:
1. დილით რამდენიმე წუთი სუნთქვითი ვარჯიში ან მედიტაცია.
2. დღის განმავლობაში მოკლე პაუზები, რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.
3. საღამოს კი მადლიერების ვარჯიში ან მოკლე მედიტაცია.
ეს პრაქტიკები საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია, სტრესის მიმართ გამძლეობა და ენერგეტიკული ბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯები, რომელიც რეგულარულობით დიდ შედეგებს იძლევა“, - წერს მარის გრიმუარი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გუგა კუზანოვი 55 წლის გახდა - როგორ აღნიშნა დაბადების დღე პლასტიკურ ქირურგმა
⭕„დილიდან დამაფეთიანა და გამომაქროლა კარალეთიდან...“ - რა შეემთხვა გიორგი სუხიტაშვილის დედას