„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, რთული, დაძაბული დღე იქნება, რის გამოც უკეთესია თუ მეტ დროს სახლში გაატარებთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - გაგიჩნდებათ ახალი იდეები, შესაძლებლობები, რის განხორციელებასაც შეძლებთ. იყავით თამამები, აქტიურები.
კურო - ეს დღე ურთიერთობების გადასაფასებლად გამოიყენეთ, რას გრძნობთ, რა გინდა მოხდეს ამ მიმართულებით. დაგიბრუნდებათ ვალი, რაც დიდი ხანია გაცემული გაქვთ.
ტყუპები - დღე მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის, გადახედეთ კონტაქტებს, ძველ იდეებს, არარის სასურველი საქმის გაკეთება, რაც უძრავ ქონებას უკავშირდება.
კირჩხიბი - მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, თუმცა მათ ადვილად გადალახავთ. წინააღმდეგობები მოგცემთ ბიძგს წარმატებისკენ, საღამოს კი სასიამოვნო სიურპროზს დაელოდეთ თქვენი მეორე ნახევრისგან.
ლომი - შესაძლოა გაუგებრობები, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგგვარეთ.
ქალწული - სასურველია ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად გააკეთოთ. არ არის სასურველი საყიდლები და შენაძენები. მეორე ნახევარს არ მისცეთ ეჭვიანობის საბაბი.
სასწორი - კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ინფორმაციისთვის და გამოცდილებისთვის. გაატარეთ დღე სიმშვიდეში.
მორიელი - დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სიურპრიზები მიიღოთ, თუმცა მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება, რის გამოც გაღიზიანდებით.
მშვილდოსანი - ზედმეტად ბევრ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე და საჭიროა სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. კარგია გარემოს ცვლილება.
თხის რქა - უცნაური და არეული დღე გელოდებათ. გექნებათ ისეთი სიტუაციები, სადაც ვერ გაერკვევით. თავი ხელში აიყვანეთ.
მერწყული - დღის პირველი ნახევარი კარგია ადამიანებთან ურთიერთობისთის, მარტივად მოახდენთ შთაბეჭდილებას. მეორე ნახევარი რუტინული და მოსაბეზრებელი იქნება.
თევზები - გაგიჩნდებათ ახალი იდეა, სურვილები, თუმცა კარგი იქნება ცოტას თუ მოიცდით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: