Digest Logo

„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი...“ – თამუნა მუსერიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს

1729230145
თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა.

16 ოქტომბერს მან სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ცნობილი გახდა, რომ იგი ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამჯერად, თამუნა გამომწერების შეკითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მამა ყველაფრის საქმის კურსშია.

„მოვუყევი რა მდგომარეობაც იყო და მეუბნებოდა ვაცადოთო, დაელოდე დრო მიეციო... გუშინ, სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან გამწარებული ვარ-მეთქი. მითხრა იქ ხარ, უნდა წახვიდე და მოუსმინოო“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან უჭირდა ოჯახს, მამაჩემიც მალე დაიღუპა...იმისთვის რომ კირას პირადი ნომერი 6000-ით დაწყებულიყო მეუღლე წავიყვანე და ქუთაისში ვამშობიარე“ - როგორი გზა გაიარა გიორგი გაბუნიამ პოპულარობამდე?

⭕„თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუას დაშორდა

🎥 „ესეც ჩვენი დღე...“ - ანი ჯავახმა მეუღლეზე ჯვარი დაიწერა