Digest Logo

„თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე წერს რომ დავით კოდუას დაშორდა

1729195701
ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა.

ფოტომოდელი და ინფლუენსერი, ინსტაგრამზე ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს და კოდუას, ერთად გატარებული წლებისთვის, მადლობას უხდის. წყვილს ერთი საერთო შვილი ვიქტორია ჰყავთ.

„ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები.

მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!

ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ესეც ჩვენი დღე...“ - ანი ჯავახმა მეუღლეზე ჯვარი დაიწერა

⭕„ჩააგონეთ შვილებს, ოჯახის წევრებს, რომ სულ მცირე, ფხიზლებმა მართონ საჭე...“ - რას წერს გოგა ჩანადირი

🎥 „ომი გადავა გლობალურ პროცესებში...“ - რას მოუტანს მარსი-პლუტონის ოპოზიცია მსოფლიოს, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი