☀️🌑🌙♍️ხვალ, 3 მარტს, თბილისის დროით 15:37 საათზე, ხდება მთვარის სრული დაბნელება ქალწულის 12°53′-ზე. ეს დაბნელება ეკუთვნის საროსის 133-ე სერიას - დაბნელებების ერთ კონკრეტულ „ოჯახს“, რომელსაც საკუთარი ისტორია, რითმი და ხასიათი აქვს.
„საროსის სერიები“ უძველესი დროიდან გამოიყენება ასტროლოგიაში და გვაძლევს შესაძლებლობას, დაბნელებები არა ცალკეულ მოვლენებად, არამედ განვითარების გრძელვადიან ციკლებად დავინახოთ.
თითოეულ სერიას თავისი თემატიკა აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. საროსი 133 დაკავშირებულია იმ პერიოდებთან, როდესაც დაგროვილი პროცესები აღწევს კულმინაციას, კრიტიკულ ზღვარს და საჭირო ხდება ძველი ფორმების დასრულება.
ეს სერია ხშირად აჩენს რეალობას ისეთ სახით, როგორსაც მანამდე შესაძლოა, გავურბოდით. საროსი 133 მოითხოვს გაშვებას - იმ ემოციური მოლოდინების, მიჯაჭვულობებისა და შინაგანი სცენარების, რომლებმაც უკვე შეასრულეს თავისი როლი.
მოვლენები შეიძლება განვითარდეს ემოციურად, ინტენსიურად, თუმცა მათი მთავარი მიზანი არის გააზრება და გათავისუფლება. ამ სერიის დაბნელებებს ახასიათებთ წარსულში დაწყებული საკითხების ლოგიკური დასრულება, შინაგანი გადაფასება და პასუხისმგებლობის აღება.
საჭიროება იმის, რომ გავუშვათ და დავემშვიდობოთ დრომოჭმულს.
თუ ამ დაბნელების პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უფრო ფართო პერსპექტივაში შევხედავთ, ვხედავთ, რომ ისინი მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე არ მუშაობს.
საროსი 133, მასშტაბური თვალსაზრისით, უკავშირდება კოლექტიურ გადანაწილებებს - სისტემების გადახედვას, ძველი სტრუქტურების დაშლას და უფრო ეფექტური მოდელების ჩამოყალიბების აუცილებლობას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოაწყვე რომანტიკული შეხვედრები, იზრუნე საკუთარ თავზე“ - თაკო მელიქიშვილი 2 მარტის ენერგიებზე
⭕„დავკარგეთ ღირსეული კოლეგა, საიმედო მეგობარი და ადამიანი“ - გარდაიცვალა ექიმი გოჩა შავგულიძე